შაშვიაშვილის თქმით, მან აიღო დნმ-ის ანალიზისთვის საჭირო ანაწმენდი და წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. პოლიციელი ამბობს, რომ ხომერიკს არ ჰქონია არანაირი ვიზუალური დაზიანება. „არ მახსენდება უფრო სწორად, ამის შემდეგ დრო არის გასული 7 თვე“.
პოლიციელის თქმით, გამოკითხის დროს, მან იცოდა, მისი ზურგჩანთიდან ამოღებული ნივთების შესახებ.
შოთა თუთბერიძე უკითხავს ხომერიკის ნათქვამს, სადაც ის ჰყვება, რომ თამარაშვილზე გააჩერა პოლიციამ, მოუწოდებდნენ სავალი ნაწილის გათავისუფლებას, არ დაემორჩილა და დააკავეს „ამის შემდეგ გამჩხრიკეს და ამოიღეს პირადი ნივთები" .
მოწმე ამბობს, რომ „ამის შემდეგ“ არ ნიშნავს დაკავებისთანავე. შეიძლება ნიშნავდეს რამდენიმე საათში, წუთში ან მეორე დღეს.
„სინდისი მოკითხავს ამ ადამიანს“, - ამბობს შოთა თუთბერიძე. ღიზიანდება მოსამართლე - ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონდესო.
პოლიციელის დაკითხვა სრულდება. შაშვიაშვილი გადის.
კითხვას სვამს პროკურორი - რატომ იყავით ასეთი აგრესიული ამ მოწმის მიმართ?
შოთა თუთბერიძე - სიმართლის თქმა მიყვარს
დარბაზში გამოიძახეს პოლიციელი, ნიკა კიზირია.
ნიკა კიზირიას ჩვენება სასამართლოში:
„2024 წლის 2 დეკემბერს თამარაშვილის 11-ის მიმდებარედ იმართებოდა საპროტესტო აქცია, სადაც იყო დავით ხომერიკი, მათ გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი. მიუხედავად მოწოდებისა გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილენ და დავაკავეთ გარკვეული პირები, მათ შორის დავაკავეთ დავით ხომერიკი, ადმინისტრაციული წესით".
„გზის გადაკეტვის მომენტში შევამჩნიე, გზა იყო გადაკეტილი და ნაგვის ყუთებთან იდგა. მასთან ერთად დაახლოებით 30-40 ადამიანი იყო".
„ჩვენ ვიყავით რუსთაველზე გამთენიას. არეულობა იყო, ცეცხლის კერები, ნაგვის ურნები იყო დაყრილი. გდდ-ც იქ იყო. აქციას გამოეყო 30-40 ადამიანი და წავიდნენ თამარაშვილისკენ. ჩვენც ამდენივე გავყევით. მივყვებოდით 60-70 მეტრის დისტანციით აქციის მონაწილეებს, ჭავჭავაძის გავლით. შემდეგ დაიწყეს გზის გადაკეტვა".
„მას ასდიოდა საწვავის სუნი და დავუსვით კითხვა, რატომ"
[აწყვეტინებს დავით ხომერიკი - ტყუილია, პირდაპირ ჩამტენეს მანქანაში. მოსამართლე აწყვეტინებს და მერე დაუსვით კითხვებიო"]
მოწმე აგრძელებს: „ამოვუღეთ ჩანთიდან მოლოტოვის კოქტეილები".
შოთა თუთბერიძის კითხვები:
- ვინ შეადგინა დაკავების ოქმი?
- არსენ გონაშვილმა
- მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე არ ყოფილა?
- დიახ
- მოყოლით შეადგინა გიორგი ჯიქიას მონაყოლის საფუძველზე?
- დიახ
- სად ჩაატარეთ ზედაპირული დათვალიერება?
- ადგილზე
- ჯიბეები შეუმოწმეთ?
- ...
- რა ჩაატარეთ პირადი გასინჯვა, ჩხრეკა თუ და დათვალიერება?
ამის შემდეგ პასუხი გაგება რთულია. პროკურორი აცილებას ითხოვს, მოსამართლე წესრიგისკენ მოუწოდებს. მოსამართლემ დააზუსტებინა
- პირადი განისჯვა ჩავატარეთ, - უპასუხა მოწმემ
- ზედაპირული დათვალიერება სად ჩატარდა?
- რაღა საჭირო იყო
- ჩხრეკა ჩატარდაო რომ თქვით შეცდომა იყო?
- დიახ ტექნიკური.
ფორუმი