ჯგუფური ძალადობის საქმეზე სხდომა დასრულდა. მორიგი პროცესი 14 ივლისსა ჩანიშნული.
სიტყვის უფლებით ისარგებლა ვეფხია კასრაძემ. ის ჯერ კიდევ გასულ სხდომაზე შეუთანხმდა მოსამართლეს:
„ქალბატონო თამარ, მოგეხსენებათ, პარტია "ლელოს" წევრი ვიყავი ახლა გენმდივნის მოადგილედ დავინიშნე. მადლობაც არ გადამიხდია ჩემი გუნდისთვის, ერთი რამე მინდა გითხრათ ჩემო თანაგუნდელებო, ჩემთვის ეს არ იყო სასიხარულო, ნებისმიერი დაწინაურება ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეს ტვირთი დიდი ხანია ჩემს თავზე მაქვს აღებული, ამას სამშობლოს ტვირთვი ჰქვია და ვიბრძვი ჩემი სამშობლოსთვის.
გაგიკვირდებათ და 12 წლიდან ვიბრძვი, ჩემთვის პირველ კლასში იფეთქა თავისუფლების სურვილმა, ყელსაბამი დავხიე... ცხინვალის თეატრში მსახიობად მიმიწვიეს, მთავარი როლი ვითამაშე, ჩემს სულში აფეთქება მოხდა და გააღვიძა ჩემს სულში ქართული, 17 წლის ასაკში ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთე, 18 წლის ასაკში რუსულ ჯარში ვიყავი და აჯანყება მოვახდინე, ამას მოჰყვა ქართული გვარდიის შექმნა.
ეს რასაც უბრალოდ ვყვები, დიდ თავდადებას მოითხოვდა. 21 წლის ასაკში 3 ომი მქონდა გამოვლილი და 20-ჯერ მაინც აშკარა სიკვდილს ვიყავი გადარჩენილი, ტყვეობაში მომიწია ყოფნა, აღარ ვიტყვი 8 აგვისტოს ომზე, მე გამოვიყვანე მოსახლეობა როცა სამწუხაროდ, იმ ხელისუფლებამ მიგვატოვა. ჩემნაირ ადამიანს მოღალატეს ეძახიან და პარტია "ლელოს" მოღალეტეებს ეძახიან თურმე, იმის გამო, რომ თვითმმართველობის არჩევმებში ვიღებთ მონაწილეობას.
მამუკას შევფიცე ძმობა და შინდიდის გმირების მემორიალთან მაქვს ფიცი მიცემული, რომ ამ ქვეყანას ჭაობიდან გამოვიყვანთ, მზად ვარ, ჩემი სამშობლოსთვის თავი დავდო. აუცილებლად დადგება განაჩნენი და ჩვენ მოგვისჯიან, ამისთვის მზად უნდა იყოთ.
ვერავის მოვუწოდებ ბოიკოტისთვის და ვერც არჩევნებისთვის, მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს და ჩემი პარტიის გვერდით ვიდგები, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. მეც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ამ არჩევნებში მონაწილეობის, მაგრამ როცა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიჭირეს, დავრწმუნდი, თუკი ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა უნდოდა ხელისყფლებას, არ დააკავებდნენ. 4 წევრი ვართ პარტია "ლელოდან" დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? ჩემს ღირსებას ვინც შეეხება, იმას აუცილებლად მოვთხოვ. "ლელო" არის ჩემი ოჯახი, როგორც ეს ბიჭები და თქვენ გახდით. არავის ვესხმით თავს და თუკი განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი, არ ამალაპარაკონ. არასდროს არავისთვის არაფერი წამომიძახებია.
ისევე მინდა ვუყვარდე ჩემს სამშობლოს, როგორც მე მიყვარს ის. მე ნებისმიერ სტრატეგიას პატივს ვცემ, ხელისუფლების შეცვლის ორი შესძლებლობაა, არჩევნების და რევოლუციის გზით, დღევანდელ სიტუაციაში ჩვენი არჩევანი ძალიან რისკიანია, მაგრამ ქართველებს უამრავი ბრძოლა გვაქვს ისტორიულად მოგებული, ჩვენ ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ. სახელმწიფო გადატრიალებას რა მოყვება, ამაზე იღებს ვინმე პასუხისმგებლობას? არავის მოვუწოდებ ციხეში იჯდეს, ჩვენც არ უნდა ვიჯდეთ, მაგრამ ასე მოგვიწია.
მადლობა უფალს, ერთი ციხე არ მქონდა ნანახი და ესეც ვნახე, ჯოჯოხეთი მაქვს გამოვლილი, მაგრამ არავისთვის მითქვამს, მე ვიბრძოდი და შენ რატომ არაო",- განაცხადა კასრაძემ.
იწყება წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. მტკიცებულებების სათაურებსა და მოკლე შინაარსს კითხულობს პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი.
დღეს ვასილ კაძელაშვილის ვაჟის, თემოს დაბადების დღეა. ბრალდებულებმა ფურცლებზე დაწერეს მარცვლებად - „გი-ლო-ცა-ვთ თე-მო"
ფორუმი