Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (10/07/2025)

10:43 10.7.2025

დატვირთული ივლისი - ჯგუფური ძალადობის 8-პირიან საქმეზე პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა გრძელდება.

წინა სხდომაზე გდდ-ს სპეცრაზმელი დაიკითხა, მას ტერფი პიროტექნიკით დაუზიანდა. მან ხელი ვერ დაადო ვერცერთ ბრალდებულს - თქვა, რომ “არ დაუნახავს”.

სხდომას ისევ ვერ იღებს მედია.

13:03 10.7.2025

საბა ჯიქიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8-პირის პროცესი გახსნა.

13:08 10.7.2025

იკითხება მოწმე მზია ცერაძე. ის საპატრულო პოლიციას წარმოადგენს. მისი თქმით, 30 ნოემბერს აქციაზე დაზიანდა საპატრულო სამსახურის ორი ავტომობილი. ზიანის ჯამური ოდენობა 14 394 ლარია.

„დაზიანება გამოიწვია იქ მყოფნა ძალადობრივმა ჯგუფებმა“, - ამბობს მოწმე.

13:12 10.7.2025

მზია ცერაძეს კითხვებს ადვოკატები უსვამენ.

გუჯა ავსაჯანიშვილის კითხვები:

- ინვოისში თუ არის მითითებული დაზიანება რამ ან ვინ გამოიწვია?

- არა

- მაინტერესებს, აქციების მიმდინარეობისას აქციაზე თუ იმყოფებოდით?

- არა

- შესაბამისად, შკოდების დაზიანებას არ შესწრებიხართ, შესაბამისად, ვინ დააზიანა არ შესწრებიხართ

- არა

- რა დოკუმენტს ეყრდნობა თქვენი ცოდნა, რომ მანქანები 30 ნოემბერს დაზიანდა, თუ მოსაზრებაა?

- საქმეში რა დოკუმენტებია დაცული ჩემთვის უცნობია...

- სხვანაირად დავსვამ კითხვას, გამომძიებელს წარუდგინეთ თუ არა რაიმე დოკუმენტი, სადაც მითითებულია 30 ნოემბერი?

- არაფერი წარმიდგენია

- თქვენი თვალით შეესწარით დაზიანებას? მძღოლთან კომუნიკაცია გქონდათ მანქანის?

- არა

- დავასრულე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG