მოწმე, მზია ცერაძემ დაუდასტურა ადვოკატ ნინო ლომინაძეს, რომ ამ საქმეე ის „საპატრულო პოლიციის წარმომადგენელია და ფაქტობრივ გარემოებებთან შეხება არ ჰქონია". ამის შემდეგ ადვოკატმა იკითხა:
- თქვენ აღნიშნეთ, რომ საპროტესტო აქცია მიდიოდა და ძალადობრივ მოქმედებებს ახორციელებდნენ, საიდან იცით?
- საინფორმაციო საშუალებებიდან.
სხდომათა დარბაზში შემოდის მოწმე, იოსებ მამადაშვილი თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.
იოსებ მამადაშვილი აბობს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით დაზიანდა ლითონისა და პლასმასის ნაგავშემკრები ურნები.
„15 ერთეული ლითონის ურნა, იგივე ტევადობის პლასმასის ურნები - 77 ერთეული, მცირე ზომის - 25 ურნა და პატარა ზომის ლითონის დეკორატიული ურნები - 18 ცალი", - ამბობს მოწმე.
მოწმემ თქვა, რომ ზარალი 147 000 ლარია.
ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი დაინტერესდა, თუ შეუძლია მოწმეს თქვას, დღეების მიხედვით ცალ-ცალკე რამდენი ნაგვისურნა დაზიანდა.
იოსებ მამადაშვილის თქმით, არ შეუძლია ასე ჩამოთვლა.
დავით ჭიკაიძე ეკითხება, სხვა ვითარებაში, როცა ზიანდება ნაგვის ურნა როგორ იქცევითო. მოწმის თქმით, იურიდიულ სამსახურს მიმართავენ და ჩამოწერა ხდება.
„ვისაც ადგომა-დაჯდომა ეზარება არ შემოვიდეს სხდომაზე", - ამბობს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი. 40-წუთიანი შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა.
ფორუმი