ახლა გდდ-ს თანამშრომელს ადვოკატები აჩვენებენ ვიდეოს, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებაა და ეკითხებიან, აქ ხედავდით სახეებს? - ვიდეოში დაპირისპირებაა გამოყენებულია ცრემლსადენი გაზი.
ისევ იმეორებს, რომ იერსახით ამოიცნო, თვალის ფერი და ნაკვთები არ დაუნახავს.
„აქტიური, რომელიცაა ვაკვირდებით და გადაადგილებასაც ვაკვირდებით, მაგალითად ქვის სროლა, მოლოტოვის სროლა", - ამბობს მოწმე კითხვაზე პასუხად, როგორ მიაქცია ყურადღება მაინც და მაინც იმ ორ პირს, რომელიც პროკურატურის თქმით ლომიძე და ზასოხაშვილია.
16:25 - რას ამბობს გდდ-ს თანამშრომელი თათანაშვილი:
„სახეზე დავიმახსოვრე ადამიანი, რომელმაც მოლოტოვი ისროლა ....მოდიოდნენ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და თან ისროდნენ. დაიკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ვაკვირდებოდით იმიტომ, რომ იყო საშიშროება, რომ რაღაცას ისროდნენ. აღვიქვი ორი ადამიანი ერთი 50 წლამდე მეორე 38 წლამდე, სახის იერზე დავიმახსოვრე, რა ეცვა არ მახსოვს.
დახლოებით 50 წლის ადამიანმა ისროლა პირველი კოქტეილი და მოხვდა წყლის ჭავლის მნქანას, იყო საშიშროება, რომ სხვაც დაზიანებულიყო მე ჩავაქრე. იგივე ადამიანმა წყლის ჭავლის წინ დააგდო. 38 წლის ადამიანმა ისროლა შემდეგ და ისიც წყლის ჭავლის მანქანას მოხვდა, აღმოვხვერით და ჩავაქრეთ.
დაზიანდა ავტომობილი, შესაძლებელი იყო ჩვენც დავზიანებულიყავით, მაგრამ ჩვენ გადავრჩით საბედნიეროდ..."
გდდ-ს თანამშრომელი ამბობს, რომ ბრალდებულები ფოტოსურათით ამოიცნო:
„გვაჩვენეს ოთხი სურათი, ამ ოთხი სურათიდან ამოვინაცი ორი პიროვნება, ახლაც რომ მაჩვენოთ ამოვიცნობ. ორი საათი დავყავი და ამოვიცანი ეს ორი პიროვნება სახის იერით".
პროკურორი: მაიდენტიფიცირებელი ნიშნები...
- პირველი სურათიდან ამოვიცანი 37-38 წლის კაცი, ეს იყოს ის, ვინც ერთხელ ისროლა და მეორე იყო 50 წლამდე კაცი, რომელმაც ორჯერ ისროლა მოლოტოვის კოქტეილი.
პროკურორი: რა ნიშნებით შეძელით, რომ გეთქვათ ეს პირი მაგალითად ფოტოსურათ სამში ან ორში ასახული პიროვნებაა.
- ვერ გეტყვით რა ეცვა როგორ, წვერი ჰქონდა თუ არა. სახის იერით დამამახსოვრდა ისინი და ახლაც რომ. მაჩვენოთ ვიცნობ, არ შემეშლება
[პროკურორი სთხოვს შეხედოს დამსწრეს და ამოიცნოს, დარბაზში მხოლოდ გურამ ზასოხაშვილია]
სპეცრაზმელი: ეს პირი 37-38 წლამდე პირია.
„მაგ მომეტში ნებისმიერი შესაძლებლობა შეიძლება დასრულებულიყო დამწვრობით, სიცოცხლის მოსპობით, აღვიქვი, რომ ვიღაცას ჩვენი სიკვდილი უნდოდა.. ზიანი არ მიგვიღია და გადავრჩით, სავარაუდოდ", - გააგრძელა მან.
ის ამბობს, რომ როცა გაიგო, გამოძიება მიდიოდა, თავად გამოხატა თანამშრომლობის სურვილი. „მივიდა და იკითხა გამომძიებელი", - ამბობს ის.
16:24 - გამოიძახეს მოწმე, ბადრი თათანაშვილი, გდდ-ს თანამშრომელი.
სასმართლოზე თქვა, რომ არ სურს განაცხადოს სამუშაოს სპეციფიკა. იქამდე სანამ მოწმედ გამოიძახებდნენ, სხდომათა დარბაზში დამსწრეებთან იჯდა.
ფორუმი