გიორგი ჯანიკაშვილის დაკითხვა:
„აქციას ფორმა მიეცა ძალადობრივი ხასიათის, რა დროსაც ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სხვადასხვა ნივთების მტვრევა, სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება ჩვენი მიმართულებით, ჩვენი მიმართულებით დაიწყეს ნივთების სროლა, ქვების, ხის ნაჭრების, ჯოხების. რა დროსაც აქციის მხრიდან ნასროლი მძიმე საგანი ქვა, მომხვდა თავის არეში, გამიტყდა თავი, დავკარგე გონება და წავიქეცი, გონს მოვედი სასწრაფო დახმარების მანქანაში, 9 აპრილის ქუჩის თავში...“.
პოლიციელის თქმით, მას ეცვა პოლიციელის ფორმა, მათ სპეციალური ტექნიკა არ აქვთ, რადგან კრიმინალურ პოლიციას წარმოადგენენ.
„მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ მესროლა ქვა და ვისგან მივიღე აღნიშნული დაზიანება, ზოგადად, ის პირები, რომლებიც ჯგუფურ ძალადობაში მიუძღვით წვლილი, ყველას მიმართ მაქვს პრეტენზია, კანონის ფარგლებში".
პოლიციელი გასული წლის 29 ნოემბერს დაზიანდა.
გენადი იოსებაშვილის დაკითხვა დასრულდა. დარბაზში გამოიძახეს პოლიციელი: გიორგი ჯანიკაშვილი. ის 11-პირიან პროცესზეც დაიკითხა. ის გარდაბნის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსია. ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. საქმის მასალების მიხედვით, „ნასროლი ქვით დაზიანება მიიღო თავის არეში. სისხლმდენი ჭრილობა“.
ინსაფ ალიევის ადვოკატი: თქვენ აღნიშნეთ, რომ დანაშაულებრივ ქმედებებს ახორციელებდა აღნიშნული პირი [გულისხმობს ინსაფ ალიევს - რ.თ.] და აღნიშნეთ, რომ ეს აღწერეთ დათვალიერების ოქმში. ერთ-ერთ ამონარიდია: „პატარა საგანი, რომელსაც დებს რუსთაველზე სავალ ნაწილზე. ანუ თქვენ აღნიშნული შეაფასეთ დანაშაულებრივ ქმედებას?".
მოწმე, გენადი იოსებაშვილი პასუხობს და თან თვალს პროკურორებისკენ აპარებს: „არ შემიფასებია, მე მხოლოდ აღვწერე".
ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი ეკითხება გამომძიებელ გენადი იოსებაშვილს, როგორ დაადგინეთ დათვალიერებით, რომ პირველ დეკემბერს არის გადაღებული ვიდეო?
მოწმე პასუხობს, რომ თარიღი ინფორმაციულ პატაკში იყო მითითებული. „დათვალიერებით არა, გამოძიებით არის დადგენილი. დათვალიერების ოქმში პირველი დეკემბერი არ არის".
ადვოკატი ასკვნის: ანუ თქვენს ნაწილში ხელმძღვანელობით პატაკით. მოწმე ეთანხმება.
ფორუმი