Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან
11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (15/07/2025)

ჯგუფური ძალადობის 11-პირიანი საქმის განხილვა ისევ დაგვიანებით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურას ისევ ორი მოწმე ჰყავს მოყვანილი. ამ საქმისთვის მთელი დღეა გამოყოფილი.

14:16 15.7.2025

ვალერიან მესხის დაკითხვა დასრულდა.

14:03 15.7.2025

ძალიან დიდი ხანია მიდის კამათი ექსპერტიზის ჩატარების პროცედურულ დეტალებზე. ადვოკატებს რამდენჯერმე აძლევს შენიშვნას მოსამართლე და ინტერესდება: რატომ ღიზიანდებით? ადვოკატები ხმამაღლა საუბრობენ.

რევაზ აჭარაძე დაინტერესდა, პირბადიანი სურათით როგორ ამოიცნეს ირაკლი ქერაშვილი. „წვერი ტუჩთან რომ არის საიდნა დაადგინეთ?", - კითხულობს რევაზ აჭარაძე. მისი თქმით, ვიდეოზე პირს, რომელიც პროკურატურის თქმით, ქერაშვილია პირბადე უკეთია.

„მარჯვენა ყურის ფორმაც ამოცნობილი გაქვთ? წარბებს შორის დაშორებაც პროფილში რომ დგას?", - კითხულობს ადვოკატი.

13:30 15.7.2025

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ეუბნება, მოწმე ექსპერტს, ვალერიან მესხს, რომ „ყველაფერი გაიგო...საკმაოდ სიღრმისეულად ისაუბრა".

13:17 15.7.2025


ადვოკატი ომარ ფურცელაძე დაინტერესდა, ქვაფენილზე განთავსებული ქვა, რომელიც დეკემბერში ჩატარებულ ვიდეოში იყო საკვლევ კადრად წარმოდგენილი, იყო თუ არა წარდგენილი თებერვალში წარმოდგენილ საკვლევ ვიდეოგრამაშიც.

ექსპერტი უდასტურებს, რომ არ ყოფილა. ადვოკატი გულისხმობს გური მირცხულავას წინააღმდეგ ვიდეოს, რომელიც სასამართლომ უკვე გამოიკვლია. ამ 8-წამიან ვიდეოში პირველ კადრში ასახულია ქვა, რომელიც ქვაფენილზე აგდია. გაურკვეველია გადაღების ადგილი, დრო და ვითარება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG