თეთრაშვილი ვალერი კითხულობს: „ამიხსენით, რას ვაშავებ...“ ამ ვიდეო ჩანს, რომ ვალერი თეთრაშვილს ხელში უჭირავს საგანი, რომელსაც არ ისვრის, აქციის ერთ-ერთი მონაწილე მიუთითებს არ ისროლოს(ეს ჩანს ჟესტიკულაციით), შემდეგ ვიდეო წყდება.
„გაგრძელება სად არის“, - კითხულობენ ადვოკატები.
„ეს ნივთი მე არ მისვრია, დავდე და წავედი სახლში, სისულელე ვიდეოები გაქვთ და უსუსურად ცდილობთ, რომ დაგვაბრალოთ, ტეხავს ძაან“, - ამბობს თეთრაშვილი. ვიდეოში არ ჩანს, რომ თეთრაშვილი ისვრის იმას, რაც ხელში უჭირავს.
გამოიკვლიეს ფაილი, სადაც სივაკოვის წინააღმდეგ სამი ვიდეომტკიცებულებაა. ახლა გადავიდნენ ფაილზე სახელწოდებით - ჯიქია-თეთრაშვილი. ადვკოკატები უყურებენ ვიდეოს, შეფასებას არ აკეთებენ.
ვუყურებთ 5-წუთიან ვიდეოს, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებია ასახული. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც პროკურორის თქმით, ირაკლი ქერაშვილია, ის საკუთარ ნეგატიურ განწყობას და ბრაზს გამოხატავს არავერბალური კომუნიკაციით და ვიდეოს ბოლოში ისვრის ფეიერკვერს ერთხელ. ვიდეოში არ ჩანს ვის ხვდება ან საერთოდ თუ ხვდება მისი ნასროლი. ამ კითხვას სვამენ ადვოკატებიც.
პროკურორი აპაუზებს ვიდეოს, მიუთითებს პირბადიან კაცზე და ამბობს, ეს არის ირაკლი ქერაშვილი.
ვიდეოს აფასებს რევაზ აჭარაძე და პარალელს ავლებს ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტის დღევანდელ მონაყოლთან. ექსპერტმა თქვა, რომ ვიდეოში დაინახეს წვერი, დაშორება წარბებს შორის, ცხვირი. ვიდეოში პირი, რომელზეც უთითებს პროკურორი, პროფილში დგას და თეთრი პირბადე აცვია.
ფორუმი