ომარ ფურცელაძე მიმართავს თხოვნით მოსამართლეს, ნინო გალუსტაშვილს: „ძალიან გთხოვთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ერთი აბზაცი დაუთმეთ გადაწყვეტილებაში ამ ვიდეოებს“.
„ნივთები რომ ესროლეს სამართალდამცველებს?“, - კითხულობს ვაჟა თოდუა.
პროკურატურის მიერ მოტანილ ვიდეოებში, რომელიც შსს-ს ოპერატორების მიერაა გადაღებული, ისმის როგორ იგინებიან სამართალდამცველები უშვერი სიტყვებით აქციის მონაწილეების მისამართით.
„ის რაც ვიდეოებში ვნახეთ არის სამართალდამცველების უკანონო ქცევის შედეგი“, - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
ჯანო არჩაია ეხმაურება ვიდეოებს: “მაინტერესებს პროკურორისგან, 8 თვეა ციხეში ვართ, ერთი დაზარალებული არ მოგიყვანიათ , რომელიც ხელს დაგვადებს. ჩემი გაცინება არ მოგეწონათ, თუ რატომ არის რომ 8 თვეა ციხეში ვარ?”.
აქ ვიდეოს ვიზუალის აღწერის ნაცვლად, სხდომის დასრულების შემდეგ, რადიო თავისუფლება გაჩვენებთ ყველა იმ ვიდეოს, რაც მხოლოდ სასამართლო დარბაზში მყოფებმა ნახეს.
ფორუმი