Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან
11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (15/07/2025)

ჯგუფური ძალადობის 11-პირიანი საქმის განხილვა ისევ დაგვიანებით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურას ისევ ორი მოწმე ჰყავს მოყვანილი. ამ საქმისთვის მთელი დღეა გამოყოფილი.

12:21 15.7.2025

მხარეებმა თითქმის 20 წუთი იკამათეს და ეს კამათი დატვირთული იყო იურიდიული დეტალებით. მოსამართლემ მოუწოდა მხარეებს „დაასრულონ“ და თქვა: „ამ მტკიცებულებებს აღნიშნულ საქმესთან რელევანტური კავშირი გააჩნია, დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა, დაერთოს საქმეს, როგორც სადავო მტკიცებულება და მოწმეების სიას დაემატოს ექსპერტი ვალერიან მესხი".

12:22 15.7.2025

პროკურორები იძახებენ მოწმეს. ის ვალერიან მესხია, ექსპერტი. ის ისაუბრებს იმ ვიდეობზე, რომელიც საქმეს მტკიცებულებად რამდენიმე წუთის წინ დაურთეს.

12:25 15.7.2025

ვალერიან მესხი დარბაზშია. ის შსს-ს კრიმინალური ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელია. მან რელიგიური ფიცი დადო. დაიწყო დაკითხვა. კითხვებს სვამს ბრალდების მხარე.

12:33 15.7.2025

მოწმე ექსპერტი ვალერიან მესხი ამბობს: „შემოსული იყო 11 პაკეტი და გამოძიებას აინტერესებდა, ამ პაკეტებში არსებულ დისკებზე ჩაწერილ ვიდეოგრამებზე, იყვნენ თუ არა პიროვნებები და ჩამოთვლილია, ვინც აინტერესებდა. კვლევა გაგრძელდა ორ პაკეტზე, რომლებზეც აღინიშნებოდა გამომძიებლისთვის საინტერესო პიროვნება, რომელიც უნდა გამომეკვლია, აღნიშნული დისკები გადავწერე კომპიუტერში და ვიდეოგრამები, რომელიც მათზე იყო, გამოვიკვლიე სპეციალური პროგრამის საშუალებით. ბაზიდან ჩამოტვირთული იქნა ირაკლი ქერაშვილის ფოტოგამოსახულება. მოხდა იდენტიფიკაცია, რა დროსაც დადგინდა, რომ წარმოდგენილ პაკეტებში მოთავსებულ დისკში არსებულ ვიდეოგრამებზე სახელწოდებით აგერ წერია, ფიქსირდებოდა ჩვენს ხელთ არსებულ ბაზაში პიროვნება, ირაკლი ქერაშვილი".

ამის შემდეგ ექსპერტი აგრძელებს თითოეულ კვლევაზე ცალ-ცალკე საუბარს. შემდეგი გურამ მირხულავაა. მოწმე იმეორებს თითქმის იგივეს და ამბობს, რომ საკვლევ ვიდეოზე ასახული იყო ნამდვილად მირცხულავა. ვიდეოგრამა შედარდა შსს-ს ბაზას და დადგინდა დამთხვევები.

ჯამში, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა ოთხ დაკავებულზე, ესენია: ჯანო არჩაია, გურამ მირცხულავა, ირაკლი ქერაშვილი, სერგეი კუხარჩუკი. ოთხივე შემთხვევაში ექსპერტმა თქვა, რომ ვიდეოზე გამოსახული პირები სწორედ ისინი იყვნენ, ვისითაც გამოძიება დაინტერესდა და ექსპერტიზას მიმართა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG