Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან
11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (15/07/2025)

ჯგუფური ძალადობის 11-პირიანი საქმის განხილვა ისევ დაგვიანებით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურას ისევ ორი მოწმე ჰყავს მოყვანილი. ამ საქმისთვის მთელი დღეა გამოყოფილი.

14:03 15.7.2025

ძალიან დიდი ხანია მიდის კამათი ექსპერტიზის ჩატარების პროცედურულ დეტალებზე. ადვოკატებს რამდენჯერმე აძლევს შენიშვნას მოსამართლე და ინტერესდება: რატომ ღიზიანდებით? ადვოკატები ხმამაღლა საუბრობენ.

რევაზ აჭარაძე დაინტერესდა, პირბადიანი სურათით როგორ ამოიცნეს ირაკლი ქერაშვილი. „წვერი ტუჩთან რომ არის საიდნა დაადგინეთ?", - კითხულობს რევაზ აჭარაძე. მისი თქმით, ვიდეოზე პირს, რომელიც პროკურატურის თქმით, ქერაშვილია პირბადე უკეთია.

„მარჯვენა ყურის ფორმაც ამოცნობილი გაქვთ? წარბებს შორის დაშორებაც პროფილში რომ დგას?", - კითხულობს ადვოკატი.

14:16 15.7.2025

ვალერიან მესხის დაკითხვა დასრულდა.

14:17 15.7.2025

გამოცხადდა შესვენება - 45 წუთი.

15:27 15.7.2025

შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. მეორე მოწმე - გიორგი კაკალაშვილია, გდდ-ს თანამშრომელი. ველოდებით, როდის შემოვა დარბაზში.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG