Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (16/07/2025)

ვაგრძელებთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის საქმეების სასამართლოებიდან ლაივბლოგს. მხარეები მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან. დღეს პროკურატურის ორ მოწმეს დაკითხავენ.

13:28 16.7.2025

დამსწრეები დარბაზიდან გამოიყვანეს... გორგაძესთან სასამართლოს ექიმია შესული.

გორგაძის მამა მანდატურებს მიმართავს: „არასდროს ხომ ხმა არ ამომიღია, ვიქნები აქ, დავინახავ, რომ ჩემი შვილი კარგადაა და დავჯდები მერე".

მართლაც გორგაძის დედა და მამა ყოველ სხდომას ჩუმად ესწრებიან. ერთმანეთის გვერდით ზიან და სხდომას ყურადღებით უსმენენ.

13:29 16.7.2025

სხდომათა დარბაზის კართან დგანან მშობლები და უყურებენ შვილს. ის დარბაზშია, ადვოკატის თქმით, მოსამართლემ მოითხოვა მისი ჩამოყვანა ექიმთან ერთად, რომ თავად ენახა, როგორ არის. მშობლებთან ცნობები ადვოკატებს გამოაქვთ. გორგაძე უკეთაა, დილით ნაჭამი არ იყო და სავარაუდოდ, ტკივილგამაყუჩებელი, წამალი ჰქონდა დალეული.

13:29 16.7.2025

დედა და მამა შეუშვეს 21 წლის შვილთან. მათ ექიმი ესაუბრება.

14:08 16.7.2025

ადვოკატები გვიყვებიან ექიმის ნათქვამს გორგაძის გასინჯვის შემდეგ - “ექიმმა გასინჯა, მშიერ კუჭზე დალია ნიმესილი, რამდენიმე დღის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა და შემდეგ პერიოდს ახასიათებს მსგავსი სიმპტომები.

საჭმელს მოუტანენ, სასწრაფოს ბრიგადაც შეაფასებს მდგომარეობას და იმის მიხედვით გადაწყვეტენ”. სხდომა შეჩერებულია იქამდე, სანამ ბოლომდე არ გაირკვევა გიორგი გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG