შმაგი გობეჯიშვილის თქმით, დაცვის მხარე ვერსიებზე ნახულობს, რომ „რამენაირად შეიფუთოს მათი[ახობაძე და მისი მეგობარი] იმ ადგილზე ყოფნა, სადაც იყვნენ“.
„სუსტია მათი ვერსიები...დაცვის მხარემ მოიტანა ვიდეო ტვ პირველიდან, რომელიც არც კი მოგვასმენინა ბოლომდე...."
ადვოკატი, ლაშა ცუქირიძე აწყვეტინებს: „ აი, მაგ სიტყვების გამო თავიდან ჩაგირთავ"
მოსამართლე: „რაღაც ტელევიზიების ჩანაწერები არ მინდა"
ახობაძის რეპლიკაა, რომ ოქმიც იგივეა....
მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილი ხმას უწევს: „ეს რა ფორმატია? ბევრჯერ მიგითითეთ...თქვენ გაქვთ რეპლიკის უფლება... რო არ გქონდეთ შეიძლება თქვას ვიღაცამ, რომ ამიტომ აქვს ადგილიდან წამოყვირებები.... მეტად აღარ შეუშალოთ ბრალდების მხარეს ხელი, დაცვის მხარეს მოგიწოდებთ... დარჩენილია სულ რაღაც ერთი ორი პროცესი... თქვენ თუ გსურთ ამ უფლებაზე[სხდომაზე დასწრება] უარი თქვათ, კი ბატონო...ნუ ამოვარდებით სამუშაო ფორმატიდან... მოგეცემათ თქვენც ნახევარი საათი თქვენი რეპლიკისთვის".
„ადამიანი მსჯელობს აზროვნებს, აზრს ნუ გავაწყვეტინებთ ერთმანეთს", - ამბობს პროკურორ, შმაგი გობეჯიშვილის რეპლიკის ეტაპზე მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილი.
იქამდე, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, დარბაზში წესრიგის დარღვევის მიზეზით ადვოკატებს სიტყვა მინიმუმ ოთხჯერ გააწყვეტინა.
დასრულდა დასკვნითი სიტყვების ეტაპი და სასამართლო გადადის რეპლიკებზე.
პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი ამბობს, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები არის სანდო. ბრალდების მხარის მტკიცებით, გიორგი ახობაზეს იქამდე არასდროს უთქვამს, რომ „მას პირში ხელი გამოუსვეს".
ადვოკატებმა ვერ გაიგეს და აზუსტებენ, ანუ გამომძიებელ, გრიგოლ კაჭკაჭიშვილის დაკითხვაზე მსგავსი რამ არ უთქვამსო?
„არაო", - ამბობს პროკურორი.. მისი თქმით, ტყუილია, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება კითხვის დასმის: „მოწმე ისე დაიღალა სკამი მოითხოვა და დაჯდა".
გიორგი ახობაძე ამატებს ადვოკატების დასკვნით სიტყვას:
ბრალდების მხარის ექპერტის გამოკითხვისას იყო ეპიზოდი, როცა ჩვენ ვცდილობდით ბიოლოგიური ექსპერტიზისას დნმ-ის გაჩენის გზების გარკვევას... ჩვენს კითხვებზე მუდმივ რეჟიმში ბრალდების მხარე აყენებდა შუამდგომლობას და არიდებდა კითხვეს, რომელიც ჩვენს პოზიციას გაამყარებდა. ერთ ეპიზოდში პროკურორი მოსამართლეს ესაუბრებოდა და მოწმე მხარდაჭერის გარეშე დარჩა
მოწმემ იკითხა: პროკურორი ხომ არ მეჩხუბება ასეთი პასუხი რომ გავცეო, შორენა კვიცარიძეზეა საუბარი.., მე ვვარაუდობ, რომ ის ზეწოლის ქვეშ იყო...
დანარჩენს საბოლოო სიტყვაში ვიტყვი.
ფორუმი