11:01
22.7.2025
10:58 - თავდაპირველად სხდომა მეშვიდე დარბაზში უნდა ჩატარებულიყო, რამდენიმე წუთის წინ მე-15-ში გადმოიტანეს. ეს დარბაზი ოდნავ უფრო დიდია, ვიდრე მე-7.
11:03
22.7.2025
10:59 - გიორგი ახობაძის საქმე შეიძლება ითქვას, ფინალშია. საბოლოო სიტყვა თქვა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა. დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვას ადვოკატები იტყვიან. სხდომისთვის ოთხი საათია გამოყოფილი, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს.
11:07
22.7.2025
„ჯერ პირველი 10 კაცი შემოვიდეს“, - თქვა მანდატურმა. სხდომათა დარბაზში შევედით. დამსწრეების ნაწილი ვერ დაეტია და გარეთ, დერეფანში დარჩა.
11:07
22.7.2025
„სასამართლო მობრძანდება", - ყველა ფეხზეა, ჯერ შემოყავთ გიორგი ახობაძე, შემდეგ შემოდის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი.
ფორუმი