Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ახობაძის სასამართლო - ლაივბლოგი (22/07/2025)

14:49 22.7.2025

სხდომა დასრულა.

14:49 22.7.2025

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი პასუხობს გიორგი ახობაძის ნათქვამს, რომ პროკურორმა და მოსამართლემ მოწმე პოლიციელის გრიგოლ კაჭკაჭიშვილის დაკითხვისას „დრო მოჰპარეს“.

მოსამართლის თქმით, სხდომის ოქმებით დასტურდება, მოწმეები საათობით იკითხებოდნენ და გიორგი ახობაძის მიერ ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.

„რაიმე უკმარისობის განცდა რომელიმე მხარეს... სასამართლოს მხრიდან ორივე მხარეს შორის თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპს იცავდა.“

ერთვება გიორგი ახობაზე და ამბობს: 100 კითხვა რომ მაქვს და 100-ვეს არ მასმევინებენ ეგ არის შეზღუდვა. თანასწორობაზე რით მსჯელობს სასამართლო?

მოსამართლე: „მოისმინეთ განმარტება, იხილეთ ოქმები ამას გეუბნებით...."

14:38 22.7.2025

მოსამართლემ შემდეგი სხდომა დანიშნა. განაჩენი 25 ივლისს 17:00 საათზე გამოცხადდება.

14:32 22.7.2025

რეპლიკის უფლებას იყენებს გიორგი ახობაძე და კიდევ იმეორებს მის ვარაუდს, რომ „ექსპერტი პროკურატურის ზეწოლის ქვეშ იყო".

ამის შემდეგ გიორგი ახობაძე განმარტავს, როდის და რატომ იმაღლებს ხმას.

„როცა მე ვკამათობ და პოლემიკაში შევდივარ, ძალიან ცუდი ტყუილები, მანიპულაციები და გამიზნული დამახინჯებებია ფაქტების, ამაზე ვღელავ და ჩემი ხმა ხდება ხმამაღალი, მე არ ვჩხუბობ..."

მოსამართლე ჩაეკითხა: „როცა ბრაზდებით როგორაა?"

გიორგი ახობაძე აზუსტებს: „როცა ვკამათობ ადამიანთან და ცხად რაღაცაზე არ მეთანხმება და შევდივარ კამათში და პოლემიკაში, ჩემი ხმის ტემბრი მატულობს და მიმიკები ექსპრესიული ხდება, როცა მე ვკამათობ და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას აგრესიის და თავდასხმის გარეშე, ჩემი ხმა ხმამაღალია...".

ახობაძემ გამოიყენა ფრაზა: „პროკურორმა და მოწმემ დრო მომპარეს". რომეო ტყეშელაშვილი აჩერებს და ეუბნება გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, როგორიც თქვენმა ადვოკატებმა, „შეგვეზღუდა“ და ა.შ.

მოსამართლემ თქვა, რომ სხდომის დასასრულ განმარტებასაც გააკეთებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG