მოსამართლე აწყვეტინებს ადვოკატს სიტყვას და მიმართავს დარბაზში მჯდომ, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრს ანი ქავთარაძეს, რომელსაც ტელეფონი ხელში უჭირავს.
„ხომ იცით, რომ ახალი კანონით გადაღება არ შეიძლება, როგორ გავიგო ახლა თქვენ იწერთ თუ რაც აკეთებთ", - ამბობს მოსამართლე და მაგიდასთან იხმობს პოლიტიკოსს.
ანი ქავთარაძე ამბობს, რომ არაფერი გადაუღია და ჩაუწერია, უბრალოდ შეტყობინებას წერდა.
„ჩაწიეთ ტელეფონები და ისე იმუშავეთ და წერეთ, მე უკვე გაგაფრთხილეთ", - ამბობს რომეო ტყეშელაშვილი.
ადვოკატი მარიამ მაძღარაშვილი დასკვნით სიტყვაში ყურადღებას ამახვილებს გარემოებებზე, რომელიც ამყარებს დაცვის მხარის სტრატეგიას, რომ „გიორგი ახობაძეს ნარკოტიკი ჩაუდეს".
[მთავარ აქცენტებს ქვევით გეგმის სახით ჩამოვყრით - რ.თ.]
- გამომძიებელ, გიორგი ლობჟანიძეს არ უკითხავს პატაკის ავტორისთვის სად გაივლიდა და სად უნდა მოეძებნათ, თუ გიორგი ახობაძეიქ არ გაივლიდა, სადაც კომფიდენტი მიუთითებდა.
- საეჭვოა, რომ პატაკის ავტორმა ზუსტად იცოდა, სად გაივლიდა გიორგი ახობაძე, როცა მან და მისმა მეგობარმა სპონტანურად და ერთად მიიღეს თამარ მეფისკენ წასვლის გადაწყვეტილება.
- მოწმე ლევან ტაბიძე ადასტურებს, რომ ჩხრეკაში მონაწილე სამივე პირს ჰქონდა ტელეფონი, რომელსაც ჰქონდა გადაღების ფუნქცია, მაგრამ მაინც მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ტექნიკური საშუალებები არ ჰქონიათ.
- მოწმე ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალებები იყო „მწვანე ლენტით შეფუთული“, მაგრამ პროკურორმა რამდენჯერმე მიანიშნა, რომ უნდა ეთქვა „მწვანე და ყვითელი ლენტით შეფუთული".
- პოლიციელებს არ ჰქონდათ საგამოძიები მოქმედებების დროს როლები გადანაწილებული და ადგილზე უსიტყვოდ მიხვდნენ ვის რა უნდა ეკეთებინა, „ეს არ არის დამაჯერებელი'.
[მოსამართლე ისევ აჩერებს ადვოკატს და მორიგ ჯერზე შენიშვნას აძლევს დამსწრეს, შეინახოს მობილური... ადვოკატი აგრძელებს]
- აცდენაა ოქმის დროებსა და მოწმეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შორის;
[ისევ აჩერებს მოსამართლე ადვოკატს და მიმართავს იგივე პირს. ის გელა ხასაიაა, მოსამართლემ სხდომის მდივანს ჯერ მისი ტელეფონი შეამოწმებინა, სადაც არაფერი იყო გაადღებული და შემდეგ სხდომიდან გააძევა]
„ამაში დრო არ უნდა გვეკარგებოდეს", - ამბობს მოსამართლე
„თქვენ გაქვს ეჭვები", - პასუხობს ხასაია და გადის სხდომათა დარბაზიდან.
წერა ჩვენც შევწყვიტეთ ტელეფონის ინციდენტის გამო და ახლა ისევ ვაგრძელებს ადვოკატ მარიამ მაძღარაშვილის საბოლოო სიტყვის მთავარი აქცენტების შეგროვებას.
- პოლიციელი, რომელმაც გაჩხრიკა გიორგი ახობაძის სახლი ამტკიცებს, რომ დეტალურად გაჩხრიკეს სახლი, მაგრამ არ ახსოვთ ოთახების განლაგება და სხვა დეტალები. „სახლში არაფერს ეძებდნენ და ზედაპირულად ჩაატარეს ჩხრეკა".
- რომ გადაეღოთ ნარკოტიკის ამოღება, დავინახავდით, რომ მასზე ჯერ ნერწყვი დაიტანეს, შემდეგ კი დალუქეს ნარკოტიკი, ზუსტად ამიტომ არ გადაიღეს ვიდეო და არ დაასწრეს ნეიტრალური მოწმე.
ადვოკატი ისევ უბრუნდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ „ბრალდება, რომელიც არ დასტურდება, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ".
- „გიორგი ახობაძის საქმეში დაირღვა მისი უფლებები და სისხლის სამართლის ნორმები, რასაც მივყავართ დასკვნამდე, რომ ბრალდება არის უსაფუძვლო და ის აუცილებლად უნდა გამართლდეს".
ახლა საბოლოო სიტყვას ამბობს, მეორე ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე. მისი თქმით, ყურადღებას გაამახვილეს სამ საკითხზე: პატაკი, ჩხრეკის ოქმი და ექსპერტიზები.
ლაშა ცუცქირიძის სიტყვის აქცენტები:
- პატაკში შინაარსობრივი ინფორმაცია გაყალბებულია
„პატაკში წერია, რომ გიორგი ახობაძე და ლევანი[მისი მეგობარი] ისეთ დროს გადაადგილდებოდნენ ერთად, როცა ჯერ ერთმანეთიც არ ჰქონდათ ნანახი".
„არ დაუჯეროთ არც გიორგის და არც ლევან ბერიძის ჩვენებას, ლოგიკურად გეკითხებით: 8-დან 9 საათამდე პატაკის ავტორს და წყაროს, რომელმაც მიაწოდა პატაკის ავტორს ინფორმაცია, საიდან ეცოდინებოდა, როდის წავა გიორგი?...ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც პატაკი დაიწერა და გამოკითხვის ოქმში სახე მიეცა, არის გაყალბებული ამ საფუძლიდან გამომდინარე, რომ ვერავის ბუნებაში ვერ ეცოდინებოდა გიორგი პირველიდან ორ საათზე, სად გაივლიდა და ვისთან ერთად. [პატაკი უფრო ადრეა დაწერილი]".
- ჩხრეკის დროს არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულება, პოლიციელებმა არც გადაიღეს და არც მესამე პირი მოიძიეს, ვინც ჩხრეკის ნამდვილობას დაადასტურებდა. არ ჩანს პოლიციელების მცდელობა, რო ამ მიმართულებით, რაიმე იღონეს.
„პოლიციელებმა დაადასტურეს სასამართლოში, რომ თან ჰქონდათ მობილური და ჩხრეკის ოქმში ასახული ინფორმაცია, რომ ვიდეო ვერ გადაიღეს „ტექნიკური საშუალების არარსებობის გამო“ არის სიცრუე"
„ცენტრალური კრიმინალური პოლიცის დეპარტამენტი, სულ რომ წარმოდგენა არ გვქონდეს მათზე, ვერც მე წარმომიდგენია და ვერც თქვენ, რომ ასეთი უსუსურია, მიდიან ოპერაციაზე პოლიციელები ნარკოტიკული საშუალების ამოსაღებად, 4-5 საათის წინ აქვთ ინფორმაცია და არანაირ რესურსს არ სწევენ...[გულისხმობს იმ ოდენობის პოლიციის მობილიზებას, რომ გადაღება შესაძლებელი ყოფილიყო]
„არც ერთ პოლიციის თანამშრომელს, რომელი დავკითხეთ... კითხვა არ დაუსვამს პატაკის ავტორისთვის, რომ დამატებით წამოგყოლოდათ ვინმე? - არა"
„გრიგოლ კაჭკაჭიშვილი აქ რომ დავკითხე, შემდეგ სხვა საქმეზეც მომიწია მისი დაკითხვა და იგივე კაჭკაჭიშვილი ატარებს ჩხრეკას და დახმარებას სთხოვს სხვა დეპარტამენტის თანამშრომელს" [ მოსამართლე აწყვეტინებს, სხვა საქმეს არ განვიხილავთო, ადვოკატის თქმით, მაგალითი მოჰყავს"]
„თვითონვე ადასტურებენ, რომ მცდელობა არ ჰქონია ხელმძღვანელს კოლეგები დაეხმარებინა მათთვის".
„გრიგოლ კაჭკაჭიშვილი[გამომძიებელი] ურეკავს დასახმარებლად პოლიციელებს სახლის ჩხრეკაზე.. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია დარეკოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა თავად აქვს სურვილი და ნება...ფიზიკური რესურსის არარსებობის გამო, ვიდეოს ვერგადაღება, რა მიმართულებითაც არ უნდა მიმართონ ეს წინადადება არის დაუჯერებელი. თუ დავუჯერებთ, რომ ადგილზე ჩხრეკისას სამნი იყვნენ და ფიზიკური რესურსის არარსებობის გამო ვერ გადაიღეს... მთავარი არის მცდელობა - მათ შეეძლოთ და არანაირ ზომებს არ მიმართეს".
„დავანებოთ თავი იმას, რომ კოლეგებს არ დაურეკეს, გავითვალისწინოთ ისიც, რომ აქციაზე იყვნენ და არ ეცალათ. 9 საათიდან დაწყებული პირველიდან ორ საათამდე დრო არ ჰქონდათ შესაბამისი ფიზიკური რესურსის მოსაბილიზებლად? ოთხი საათ ჰქონდათ მათ შესაძლებლობა...გარდა იმისა, რომ არაფერი გააკეთეს ფიზიკური რესურსის მოსაძიებლად, ექსპერტ-კრიმინალისტიც არ მიიყვანეს.. მე მქონია პრაქტიკაში, ადამიანი ქუჩიდან აუყვანიათ და დაუსწრიათ სახლის ჩხრეკაზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 10 მანქანა მაინც არ გაივლიდა ადგილზე, რომელიც შეეძლოთ შეეჩერებინათ და დაესწროთ ჩხრეკაზე? ერთ-ერთმა ისიც კი მითხრა, როგორ წარმოგიდგენია, რომ გავაჩერო მანქანაო, ვინმე პოლიციელს უარს ეტყოდა? ვინმეს მცდელობა ჰქონდა, რომ მანქანა შეეჩერებინა? არავის ჰქონია..".
„თქვენ[მოსამართლემ] უნდა შეაფასოთ და ახსნათ, რომ მათ შეეძლოთ, მაგრამ არ განახორციელეს... ბევრს ვსაუბრობ ჩხრეკის ოქმზე, მაგრამ ამ საქმის მთავარი ხერხემალი გადის ჩხრეკის ოქმის კანონიერებაზე... ჩხრეკის ოქმი ამ საქმეში არის უკანონო და დაუშვებელი, მხოლოდ პოლიციელები ადასტურებენ და არანაირი ხერხი არ გამოიყენეს, რომ ნეიტრალური მტკიცებულებები მოეპოვებინათ... თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ჩხრეკის ოქმი უკანონო მტკიცებულებაა, ამით დამთავრდება ყველაფერი".
ლაშა ცუცქირიძის თქმით, როდესაც დაცვის მხარე სვამდა კითხვას და პროკურორი აყენებდა აცილების შუამდგომლობას, დასაბუთებაში შმაგი გობეჯიშვილი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას ახსენებდა, რომ ეს კითხვა უნდა აეცილებინა.
ადვოკატი იხსენებს, გიორგი ახობაძის ჩვენებას, რა დროსაც მან თქვა: „როცა მანქანიდან გადმომიყვანეს კაპოტზე დამადებინეს თავი".
ლაშა ცუცქირიძის თქმით, პროკურორი ამტიცებდა, რომ ეს დეტალი აქამდე ახობაძეს არასდროს უთქვამს. იმის დასტურად, რომ ახობაძე არ ტყუოდა, ადვოკატმა ჩართო სასამართლოდან ფრაგმენტი, სადაც ბრალდებული იმეორებს იმას, რაზეც შმაგი გობეჯიშვილი ამტკიცებდა, რომ აქამდე არ უთქვამს. ის კონკრეტულ დღესა და თარიღზეც მიუთითებს პროკურორს და ურჩევს სხდომის ოქმს მოუსმინოს.
ლაშა ცუცქირიძის თქმით, პროკურატურამ დიდი დრო დაუთმო გიორგი ახობაძის ჩვენების დისკრედიტაციას და ამისთვის იყენებდა წარსულში ბრალდებულის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს.
- ექსპერტიზის დასკვნა
„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზა, რომელიც დაუშვებელი მტკიცებულების ჩხრეკის ოქმის საფუძველზეა მოპოვებული, დაადგინა.... წებოვანი ლენტი არის ხუთი, პოლიეთილენის პარკი - 4... იქ, სადაც ამოვიდა ახობაძის ნიმუში, არის 5 წებოვანი ლენტი... ახობაძე ამბობს, რომ პირის ღრუში გამოუსვეს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია არ ადასტურებს, და ასე აიღეს ბიოლოგიური მასალა... ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ბიოლოგიური მასალა იყო ნერწყვი..."
„მტკიცებულება არის ის, რაც ინფორმაცია მოგვაწოდა ექსპერტმა. ჩვენ დავნიშნეთ ბიოლოგიური ექსპერტიზა და ვარკვევდით, რა სახის ბიოლოგიური მასალა იყო ამ შესაფუთ მასალაზე...ახლა რასაც ვამბობ არ იფიქროთ, რომ ალტერნატივებს გთავაზობთ, ჩვენ გვედავებიან 260 მუხლის მეექვსე ნაწილს, ოდენობა წყვეტს კვალიფიკაციას, ოდენობიდან გამომდინარე გვაქვს მეექვსე ნაწილი. როცა დაიკითხა ბრალების მხარის ექსპერტი, მას დაესვა კითხვა, ამ ეტაპზე ვისაუბრებ წებოვან ლენტებზე, ექსპერტმა გამოიყენა ჩხირი და აიღო ნიმუშები წებოვანი ლენტებიდან.. პარკები შეფასდა ობიექტ ნომერ ერთად და წებოვანი ლენტები ნომერ ორთან... "
„ექსპერტს ვკითხე, როცა ერთი ჩხირი გამოიყენე, საერთო წესით როგორ მოახდინე ბიოლოგიური ნიმუშის აღება, იცით რა თქვა ექსპერტმა? მისი სტანდარტებით შეიძლება ეს დარღვევა არ არის, არ ვიცი გაიდლაინში რა წერია, იცით რა თქვა? აიღო ერთი ცალი ჩხირი, რომელიც საერთო ჯამში გამოიყენა ხუთი გიოლოგიური მასალის ასაღებად.. ინდივიდუალურად არ გამოიყენა ჩხირკები, ყველას ერთი ჩხირი აუსვა, ერთსაც, მეორესაც, მესამესაც, მეოთხესაც, მეხუთესაც..."
„თუ ამ წებოვანი ლენტიდან ერთზე არის ბიოლოგიური მასალა და სხვაზე არა, ამ ჩხირს რომ გადაუსვამ სხვებს, არსებობს თუ არა ეჭვი, რომ გადავა სხვა ლენტებზე?...საიდან დგინდება, რომ ოთხივეზე გიორგის ბიოლოგიური მასალაა?.... მეექვსზე ნაწილიდან გამომდინარე თქვენ წონები უნდა შეაფასოთ და ერთი იზოლენტა არის რაღაც კონკრეტული წონა. თქვენ რა იცით, რა რაოდენობა იყო ერთ გადაფუთულ და მეორე გადაფუთულ პარკში"
„დადასტურდა, რომ ბიოლოგიური მასალა, რომლის გიორგი ახობაძესთან კუთვნილება დადგინდა, იყო ნერწყვი... გარდა ამისა ჩვენმა ექსპერტმა გამიჯვნა გააკეთა სარწმუნოობის კუთხით, რამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს ნერწყვზე ჩატარებული კვლევა და დაადასტურა, რომ სპეციალური დანადგარი არსებობს, რომელიც ადგენს ნერწყვს".
ადვოკატი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოდენობას და ამბობს, რომ დაცვის მხარის არგუმენტაციის დამადასტურებელი ექსპერტიზა დევს საქმეში, რომელიც დამაჯერებელა და აჩვენებს, რომ „გიორგი ახობაძეს ნერწყვი აუღეს მისი ნების საწინააღმდეგოდ".
ადვოკატის თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები „იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც და წარმოდგენაც შეძლეს".
„ყველაზე მეტად გამიკვირდა ის, რომ შმაგიმ აღნიშნა დასკვნით სიტყვაში, ლევან ბერიძეს[მეგობარი, რომელიც იყო ახობაძესთან ერთად მანქანაში და დააკავეს ადმინისტრაციულ წესით] ტელეფონი ჰქონდა, სქროლავდა და რატომ არ გადაიღოო... ბერიძე ჰყვება, რომ მივარდნენ პოლიციელები, ეუბნებოდნენ არაფერი გააკეთოთო და ამ დროს წარმოუდგენელია ბრალდების მხარე უთითებდეს, ლევან ბერიძემ რატომ არ გადაიღოო".
ის უკვე ასრულებს სიტყვას და შემაჯამებელი ნაწილს უახლოვდება.
ლაშა ცუცქირიძე მიმართავს მოსამართლეს და ამბობს, „თქვენ რომ საჭიროდ ჩაგეთვალათ მოიწვევდით სახალხო დამცველს, რომელმაც წარმოადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრებას", რადგან არ მოიწვიეთ, ანუ წერილობითი ინფორმაცია საკმარისი.
[მოსამართლე აზუსტებინებს, ასე რატომ თქვი და რა თქვიო, რომელი მუხლის საფუძველზე უნდა მომეწვიაო"]
ადვოკატი იგივეს იმეორებს: თქვენი გადასაწყვეტია მოიწვიეთ თუ არა, თუ არ მოიწვიეთ, მისაღებია...
რომეო ტყეშელაშვილი შენიშვნას აძლევს ადვოკატს, არასწორად უთითებთო...[ბუნდოვანია, რატომ ჩაეძია ასე ამ საკითხს რომეო ტყეშელაშვილი].
„გიორგი ახობაძე არის უდანაშაულო და წარდგენილ ბრალში უნდა გამართლდეს", - ამბობს ადვოკატი და ამით ასრულებს.
ფორუმი