„იცით თუ არა, როგორ იღებდნენ ამ ჩანაწერს, იცოდნენ ბრალდებულებმა რომ იღებდნენ აღქმადი იყო?", - ისევ კაძელაშვილის ადვოკატი რევაზ აჭარაძე ეკითხება მოწმე გამომძიებელს.
გამომძიებელი ამბობს, რომ არ იცის.
ადვოკატი აგრძელებს კითხვების დასმას:
- ამ ჩანაწერში ორი პირის თუ სამი პირის მსჯელობა მიდის, თუ გადაწყვეტილი საკითხია და უნდა განხორციელდეს?
- ბოდიში
[იმეორებს კითხვას]
მოწმე პასუხობს: გეგმავენ დანაშაულის ჩადენას, ათანხმებენ ერთმანეთში, შერჩეულია აქვთ ლოკაციები, პიროვნებები, რა ტექნიკური საშუალებები. საუბრობენ, რომ გამოიყენონ მოტოციკლი, ბიჩოკი და ა.შ. ... საუბრიდან იკვეთება, რომ ახსენებენ კალაძეს მის ცოლს, იგეგმება მათი ქონების და ჯანმრთელობის დაზიანება. ახსენებენ სიტყვას - „ჩახოცვა".
ადვოკატი ინტერესდება, კალაძისა და მისი ცოლის უძრავი ქონება პარლამენტთანაა?
„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავდნენ", - ამბობს მოწმე.
ადვოკატი აზუსტებს: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გეგმავდნენო ბრალში და არა პარლამენტთან გეგმავდნენ ძალადობრივ მოქმედებასო.... თუ არ გამოგირკვევიათ, რომ ძალადობა პარლამენტის მიმდებარედ იყო, რანაირად ამტკიცებთ?
მოწმე: ხომ გაგეცით პასუხი მამა დავითის ეკლესიაზე?
ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი: „მოვითხოვ ეს პროცესი ისე არ გადაიდოს, რომ მე არ ვნახო სასამართლოს დედანში თუ არის ხმის გარეშე ვიდეო[გულისხმობს ზვიად ცეცხლაძის ლაივიდან ჩანაწერს].
ავსაჯანიშვილი: იმ პროცესის[მეორე საქმე] მოწმე და გამომძიებელიც ბრძანდებით?
მოწმე: დიახ
ადვოკატი: შეგიძლიათ დაასკვნათ თუ არა ესეთი რამ რომ კასრაძე და კაძელაშვილი აორგანიზებდნენ ან ხემძღვანელობდნენ ყველა შესაძლო ძალადობრივ მოქმედებას?
[პროკურატურა აპროტესტებს]
ადვოკატი ისევ სვამს კითხვას: თუ დადგინდა თქვენს მიერ შესწავლილი მასალით, რომ კაძელაშვილი და კასრაძე ყველა შესაძლო ძალადობრივ მოქმედებას აორგანიზებდა ან ხელმძღვანელობდა?
მოწმე: ერთიანობაში გვჭირდება მტკიცებულებები.., არსებობს მტკიცებულებითი სტანდარტი ვის წარედგინოს ბრალდება, პროკურატურა აკეთებს ამას. დადგინა, რომ ისინი აპირებდნენ დანაშაულის ჩადენას და წარედგინათ ბრალი - ეს არის პასუხი
ადვოკატი: ვერ დავიჯერებ, რომ კითხვა ვერ გაიგო. ჩემი კითხვა სრულიად სხვა რამეზე იყო. ყველა შესაძლო ძალადობრივ მოქმედებას რაც აქციაზე ხდებოდა, მისი საგამოძიებო მოქმედებით თუ დადგინდა, რომ კასრაძე, კაძელაშვილი და ცეცხლაძე აორგანიზებდნენ. პროკურატურა ამ ხალხს მოიაზრებს ჯგუფის წევრებად, ორგანიზატორების გარდა, თუ დადგინდა, თქვენს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით, რომ მათ როლები გაუნაწილეს?
ადვოკატის დაკითხვაში ერთვება ბრალდებული კასრაძე: „ვაპროტესტებ - არასოდეს არ ამბობს ზუსტ პასუხს, შეგნებულად აკეთებს, პასუხს არ სცემს და გაურბის"
აგრძელებს ვასილ კაძელაშვილი: პირდაპირ თქვი ახალგაზრდა კაცი ხარ, ან ხო ან არა, რათ უნდა ეს მიხვეულმოხვეული?
ისევ კასრაძე: ახალგაზრდა კაცი ხარ, თავმოყვარეობა არა გაქვთ?
მოწმე გამომძიებელი პასუხობს: ჩემს თავმოყვარეობაზე თქვენ ნუ ისაუბრებთ ძალიან გთხოვთ.
ხმაურია.
გამოცხადდა 10-წუთიანი შესვენება, სასამართლო მოიტანს ზვიად ცეცხლაძის ვიდეოს და გაარკვევენ, აქვს თუ არა მას ხმა.
სხდომა განახლდა. თამარ მჭედლიშვილის მითითების შესაბამისად მანდატურები ოთახს ატოვებინებენ დამსწრეებს შორტებით.
ფორუმი