Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (23/07/2025)

დღეს, საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორი საქმიდან ორივე ჩატარდება, მოსამართლეებმა სამუშაო საათები გაინაწილეს, დღის პირველ ნახევარში 8 დემონსტრანტის საქმე დაიწყება, მეორე ნახევარში -11-ის.

11:26 23.7.2025

მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი

პროკურორები: ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა

ბრალდებულები: ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ზვიად ცეცხლაძე


11:29 23.7.2025

მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი დარბაზშია, შემოიყვანეს ბრალდებულებიც.

„გიორგი როგორ ხარ?", - ეკითხება გორგაძეს თამარ მჭედლიშვილი.

ბრალდებული ამბობს, რომ უკეთაა. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო სხდომაზე ცუდად გახდა, დღეს პირველად ესწრება პროცესს.

11:31 23.7.2025

სხდომათა დარბაზშია პოლიტიკოსი, საბა ბუაძე. მას ბრალდებულები ვასილ კაძელაშვილი და ნიკოლოზ ჯავახიშვილი ესალმებიან და კითხულობენ, როგორაა.

„მაგრები ხართ თქვენ“, - კომპლიმენტზე კომპლიმენტით პასუხობს პოლიტიკოსი ბრალდებულებს.

11:36 23.7.2025

განცხადების უფლებით სარგებლობს ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი და ახმოვანებს პუბლიკას ჟურნალისტის მინდია გაბაძის ფეისბუქსტატუსს, სადაც ის აუდიტორიას სთხოვს ფოტო არ გადაიღონ, რადგან ეს შეიძლება სხდომის დახურვის მიზეზი გახდეს.

ადვოკატი სთხოვს მოსამართლეს, რომ ეს გაითვალისწინოს და არ გამოიყენოს უკიდურესი ფორმები.

„პროცესის დამსწრეებთან მე პრობლემა არ მაქვს, ყველაზე მეტ შენიშვნას მხარეებს გაძლევთ", - ამბობს მოსამართლე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG