Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (23/07/2025)

დღეს, საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორი საქმიდან ორივე ჩატარდება, მოსამართლეებმა სამუშაო საათები გაინაწილეს, დღის პირველ ნახევარში 8 დემონსტრანტის საქმე დაიწყება, მეორე ნახევარში -11-ის.

15:48 23.7.2025

დღევანდელი სხდომა დასრულდა. მომდევნო - 2025 წლის 28 ივლისს 11 საათზე ჩატარდება.

15:37 23.7.2025

მოწმე გამომძიებელმა, ლევან ბასილაძემ თქვა, რომ ვიდეო ფეისბუქზე განთავსებული დაათვალიერა.

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი გამომძიებელს ეკითხება: ვიდეოს ხმა აქვს?

მოწმე: ახლა გესმით ხმა?

ადვოკატი: თქვენ გეკითხებით

მოწმე: ახლა არ აქვს.

15:36 23.7.2025

მოწმე გამომძიებელმა, ლევან ბასილაძემ თქვა, რომ ვიდეო ფეისბუქზე განთავსებული დაათვალიერა.

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი გამომძიებელს ეკითხება: ვიდეოს ხმა აქვს?

მოწმე: ახლა გესმით ხმა?

ადვოკატი: თქვენ გეკითხებით

მოწმე: ახლა არ აქვს.


15:34 23.7.2025

სხდომა განახლდა. თამარ მჭედლიშვილის მითითების შესაბამისად მანდატურები ოთახს ატოვებინებენ დამსწრეებს შორტებით.

„მოდი შევთანხმდეთ, შევამოწმოთ ვიდეოს აქვს თუ არა ხმა და სხდომას გადავდებ", - ამბობს მოსამართლე და აზუსტებს: „ხდება წარდგენა და არა გამოკვლევა".

ვიდეო ჩართეს, მას ხმა არ აქვს.




ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG