პროკურორი: თუ შეესწარით, რომ აქციის მონაწილეები აწყობდნენ ბარიკადებს, ურნებს?
მოწმე: ... მე გეტყვით, რა დავინახე - პოლიციელი სვრიდა აქციის მონაწილეებს სქროლს
ახლა სხვა ვიდეოს რთავენ პროკურორები, მათი თქმით, მოწმის სანდოობას ამოწმებენ, რომელიც ამბობს, რომ „ყოველ დღე იყო აქციაზე, მაგრამ არ დაუნახავს ნივთების სროლა და ბარიკადები".
„28-ში, 29-ში და 250-ე დღესაც რუსთაველე ვარ.... ძალიან ბევრჯერ მინახავს როგორ ურტყამდნენ სამართალდამცველები დაგდებულ მოქალაქეს", - ამბობს გიგა დათიაშვილი.
პროკურორს აინტერესებს, ხომ არ დაუნახავს მოწმეს მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს ქვების სროლით, პიროტექნიკით, ან ტელევიზიაში ხომ არ უნახავს?".
მოწმე ამბობს, რომ თავად არ დაუნახავს, მაგრამ კადრებში არ არის დარწმუნებული, რომ ისინი აქციის მონაწილეები იყვნენ.
- თქვენ თუ შეუშალეთ ხელი პროვოკატორებს ვისაც უწოდებთ?
- მოწოდება მქონდა ძალიან ბევრჯერ...
„ფორმაც ხომ არ ეცვა", - ამას კითხულობს და ეღიმება პროკურორ ვაჟა თოდუას. ის არკვევს მოწმის მიერ მოყოლილი ისტორიის დეტალებს, როცა მისი თქმით, ერთ-ერთი „აქციის მონაწილე“ პოლიციელი იყო და სხვა დემონსტრანტმა ამოიცნო.
ახლა პროკურორები ითხოვენ, მოწმემ ამოიცნოს ვიდეოზე საკუთარი თავი იმ შემთხვევაში, თუ ის ასახულია ამ კადრებში.
აპროტესტებს დაცვის მხარე, მათთვის გაუგებარია რის გარკვევას ცდილობს ბრალდების მხარე. ვიდეო თავიდან ჩართეს. ეს კადრეი ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ მტკიცებულებაა. პროკურორებს აინტერესებთ, თუ იყო ადგილზე და დაინახა თუ არა, რომ „ანდრო ჭიჭინაძემ ისროლა".
მოწმე ამბობს, რომ იქ არ ყოფილა.
პროკურორი ეკითხება, აქვს თუ არა ვიდეო ნანახი, სადაც „ანდრო ჭიჭინაძე ნივთს ისვრის"
კითხვის აცილებას მოითხოვს ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.
ახლა პროკურორები მოწმეს წარუდგნენე ვიდეოს საქმის მასალებიდან და ეკითხებიან, აქვს თუ არა ნანახი.
„სრულად ჩაურთეთ ვიდეო", - ითხოვს ადვოკატი.
ვაჟა თოდუა ეკითხება, რას ხედავს - მოწმე პასუხობს, „პოლიციელები იგინებიან".
„რა იცით, რომ პოლიციელები არიან?" - კითხულობს ვაჟა თოდუა და ღიმილი ეპარება სახეზე.
[ეს კითხვა მნიშვნელოვანია პროკურორებისთვის, რადგან ისინი მთელი 8 თვე ამტკიცებდნენ, რომ „ბრალდებულები ისროდნენ სამართალდამცველების მიმართულებით".]
ადვოკატი კითხვის აცილებას ითხოვს და მოითხოვს, პროკურორებმა დაკითხონ იმაზე, რაც თავად ნახა და რომ ეს ვიდეო მასთან შემხებლობაში არ არის. კითხვა აცილებულია.
ფორუმი