ანა ინგოროყვა მისი თვალით ნანახს იხსენებს, მომენტს, როცა „საკუთარ შიშებს შეეხო".
„სახლში როცა ვბრუნდებოდი მანქანით, არსენას ქუჩის შემოვლით ჩამოვდიოდი ბესიკის ქუჩაზე და დავინახე როგორ მორბოდა სპეცრაზმი…დავინახე ახალგაზრდა ბიჭი 18-19 წლის ბიჭი როგორ წააქცია სპეცრაზმელმა...ამ დროს მანქანაში ვიჯექი...ინსტინქტურად გადმოვხტი მანქანიდან და შევუერთდი ხალხს. რაც დღემდე არ ამომდის თავიდან არის ის, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს ახალისებდნენ, რომ ჩვენზე ეძალადათ", - ამბობს მოწმე.
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილს აინტერესებს, თუ შეამჩნია გასული წლის 29 ნოემბერს ანდრო ჭიჭინაძე რუსთაველის გამზირის მიმდებარედ. ანა ინგოროყვას თქმით, ანდროს ყოველთვის მის სიახლოვეს ხედავდა.
„ანდროს ხასითის თვისებაა... ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე ხშირად გვირეკავდა და გვწერდა, თავადაც გვეუბნებოდა სად იყო და ვისთან ერთად. უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდა...ის იყო ჩვენს თვალთახედვის არეში".
მოწმის თქმით, ანდრო ჭიჭინაძეს ძალიან ბევრი საერთაშორისო გეგმა ჰქონდა და თავისი პროექტისთვის მწვერვალებისთვის დასალაშქრად უნდა წასულიყო.
მოწმე აგრძელებს მოყოლას: “დახლოებით ცხრა-ათი საათისთვის შევუერთდი ამ პროტესტს. ჩვენ ვიყავით შეკრებილები პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყველანი, კოლეგები და მეგობრები, ერთად ვიყავით…ვსაუბრობდით იმაზე თუ რამდენი სიკეთე შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ევროინტეგრირება და ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს იქნებოდა დამღუპველი, ჩვენ ქვეყანას ევროინტეგრირებისკენ გზა შეეწყვიტა.”
ადვოკატი: თუ შეგიძლიათ, რომ 29 ნოემბერი გაიხსენოთ დეტალურად.
მოწმე: 28-ში როგორც ვთქვი პროტესტი იყო ძალიან მშვიდობიანი და ძალიან მოულოდნელი…მეორე დღეს კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა, მე ისევ 9-10 საათისთვის შევუერთდი აქციას და მალევე დაიწყეს აქციის დარბევა. პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიყავი და თან რუსთაველის სავალ ნაწილზეც გადავაადგილდებოდი".
სხდომათა დარბაზში გამოიძახეს დაცვის მხარის მოწმე, ანა ინგოროყვა. ისიც მსახიობია. 10 წელზე მეტია მეგობრობს ანდრო ჭიჭინაძესთან, თუმცა ის ანდროს თეატრალურ უნივერსიტეტამდეც იცნობდა.
მოწმე იხსენებს 28 ნოემბრის მოვლენებს: „ვიმყოფებოდი ჩემს სახლში და როდესაც ვნახე ირაკლი კობახიძის განცხადება…ეს იყო ჩემთვის ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმოფელი…შემდგომ გავიხსენე, რომ ქართული ოცნების მთელი საარჩევნო კამპანია იდგა ევროინტეგრაციაზე და სლოგანიც მახსოვს იყო “ღირსებით ევროპისკენ” ამიტომ მეც და ქართული ოცნების ამომრჩეველი აღმოვჩნდით მოტყუებული…“.
გიგა დათიაშვილის დაკითხვა დასრულდა. ის დარბაზში დაჯდა.
ფორუმი