დაცვის მხარე აზუსტებს პროკურორის კითხვას. ადვოკატმა აუხსნა მოწმეს, თუ გაუგია სპეციალური მანქანებიდან გამაფრთხილებელი ტექსტები.
ამაზე მოწმემ უპასუხა: მანქანების მხრიდან რა თქმა უნდა გამიგია ხმა.
მოწმე ამბობს, რომ არ გაუგონია სამართალდამცველების მხრიდან დაშლის მოწოდებები. „პირიქით მშვიდობიანი აქციის დარბევა დაიწყეს", - პასუხობს მოწმე პროკურორს.
კითხვებს სვამს პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი. მას აინტერესებს, რომელ საათამდე რჩებოდა აქციებზე ანა ინგოროყვა, მოწმე ამბობს, რომ გამთენიის ოთხ საათამდე. ამის შემდეგ პროკურორი აქციაზე მოწმის ლოკაციებს აზუსტებს.
პროკურორი: თუ შეესწარით ისეთ ფაქტს რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიმართულებით ისროდნენ ნივთებს, პიროტექნიკას?
მოწმე: მსგავსი არაფერი არ დამინახავს, პირიქით ვხედავდი სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას.
ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ეკითხება მოწმეს, თუ უნახავს ანდრო ჭიჭინაძე და როგორ იქცეოდა ის.
მოწმე პასუხობს, რომ ჭიჭინაძე მუდმივად დახმარებისთვის იყო მზად და იქცეოდა თავშეკავებულად. „მე შემიძლია მას საკუთარი სიცოცხლე ვანდო იმდენად ღირსეული ადამიანია".
დაცვის მხარემ კითხვების დასმა დაასრულა.
ფორუმი