Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (05/08/2025)

დღეიდან ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, დაცვია მხარე იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დაიკითხებიან ანდრო ჭიჭინაძის მოწმეები.

14:41 5.8.2025

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ბოლო მოწმე, არჩილ სულაქველიძეა. ის ვასო აბაშიძის ახალი თეატრის მსახიობია და პირველად ანდრო ჭიჭინაძესთან გადაიკვეთა მაშინ, როცა დგამდნენ სპექტაკლს - „მე გადმოვცურავ ზღვას".

მოწმე იხსენებს 28 ნოემბრის ღამეს: “პრემიერის განცხადებისას სახლში ვიყავი, ეგ რომ გავიგე წავედი რუსთაველზე, დაახლოებით საღამოს 8-9 საათზე და ნუ მანდ ვიყავი, ანდროც ვნახე…თითქოს მშვიდი დღე უნდა ყოფილიყო, წავედით ამ განცხადების გასაპროტესტებლად.. მიმაჩნია, რომ ჩემთვისაც და ნებისმიერი მოქალაქისთვის რაღაც მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპაში ინტეგრაცია…ამის გამო გავედი მანდ…რაღაც მომენტში გამოჩნდნენ პოლიციელები და მერე გამოჩნდა ჭავლის მანქანა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დარბევა, რომ დაიწყო მალევე წამოვედი იმიტომ რომ არაფერი არ მქონდა თან".

14:34 5.8.2025

კითხვებს სვამს პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი. ის არკვევს დაინახა თუ არა მან სცენები, როცა აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს სამართალდამცველების მიმართულებით.

- ყოველთვის ვიყავი ხოლმე მაინც მოშორებით ეგეთ ადგილებთან რამდენჯერაც მეთვითონ შემიხედავს, მინახავს ძალიან ბევრი სისასტიკე.

- მე გეკითხებით აქციის მონაწილეების მხრიდან თუ ხედავდით რომ სამართალდამცავების წინააღმდეგ ისროდნენ ქვებს

- არა არ ყოფილა ესეთი შემთხვევა

- პიროტექნიკას?

- პიროტექნიკას რომ ისროდა ვიღაცა…

- თუ გესმოდათ სამართალდამცავების მხრიდან გაფრთხილება
რადგან მე არ მეკეთა აირწინაღი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგის გაგება

14:21 5.8.2025

შემდეგი მოწმე, ნინო წიქარიძეა. ის ამბობს, რომ ჯიპაში ლექციებს კითხულობს და ფრილანსერია. ის ამბობს, რომ ბევრი წელია ანდრო ჭიჭინაძეს იცნობს, სათხილამურო სკოლის ინსტრუქტორია და იქ დადიოდა ხოლმე ანდრო ჭიჭინაძეც. შემდეგ ეტაპზე პროფესიულად გადაიკვეთნენ. ის რეჟისორიცაა.

ნინო წიქარიძე იხსენებს 2024 წლის 28-29 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, მეგობართან მიდიოდა, როცა გაიგო, რომ ევროკავშირთან წყდებოდა კავშირი და პირდაპირ რუსთაველზე გაემართა - გასაპროტესტებლად.

14:15 5.8.2025

მოწმის დაკითხვა დასრულდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG