Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (05/08/2025)

დღეიდან ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, დაცვია მხარე იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დაიკითხებიან ანდრო ჭიჭინაძის მოწმეები.

16:00 5.8.2025

შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლა.

რეზო კიკნაძის ადვოკატს, გუჯა ავსაჯანიშვილს ვიდეომტკიცებულება აქვს მოპოვებული ჯგუფური ძალადობის საქმეზე. ის ახლა ამ ვიდეოს რთავს, რომელსაც მხარეები გამოიკვლევენ.

ვიდეოს სახელწოდებაა - „რევაზ კიკნაძის ოქროს მოწმე". ვიდეო ტელეკომპანია პირველის სიუჟეტია, სადაც მეტრო უნივერსიტეტის თანამშრომელი, ჟურნალისტის ცნობით, კიკნაძის დაკავების სცენას აღწერს.

15:55 5.8.2025

შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლა.

14:51 5.8.2025

დაცვის მხარე წერილობითი მტკიცებულებების შესწავლაზე გადავიდა, პროკურორები ამბობენ, რომ მხოლოდ ნუსხიდან წაიკითხოს ადვოკატმა დასახელებები, ეს მათთვის მისაღები იქნება. წერილობითი მტკიცებულებების გამოკვევას იწყებს გუჯა ავსაჯანიშვილიც.

14:50 5.8.2025

კითხვებს სვამს პროკურორი, ვაჟა თოდუა.

მის კითხვაზე პასუხად, მოწმე ამბობს, რომ ადვოკატმა გამოკითხა. ამის შემდეგ თოდუა კითხულობს დაკითხვიდან ამონარიდს, რომ „არც ერთ დღეს, როცა ანდრო ნახა, არ დაუნახავს მისი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება". მას აინტეერებს, თუ შენიშნა 29 ნოემბერს ანდრო ჭიჭინაძე ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის კვეთაზე. მოწმე ამბობს, რომ არ ყოფილა.

„ამ ადგილზე ვედავებით ანდრო ჭიჭინაძეს", - თქვა ვაჟა თოდუამ. მოწმის დაკითხვა დასრულდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG