Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (05/08/2025)

დღეიდან ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, დაცვია მხარე იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დაიკითხებიან ანდრო ჭიჭინაძის მოწმეები.

12:54 5.8.2025

მსახიობი ჰყვება, რომ თავიდან აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიციელები იდგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ. დემონსტრანტები პარლამენტის გარშემო თავისუფლად მოძრაობდნენ.

„ყველა დღეს აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ამ პატრულის თანამშრომლების მიმართ არ ყოფილა არასდროს არანაირი აგრესია. დიალოგში შემოდიოდნენ დემონსტრანტებთან, აქცია იძალებობდა და პირველად დაიძაბა მაშინ, როცა გამოჩნდნენ ე.წ. რობოკოპები და ჩაანაცვლეს პატრულის თანამშრომლები და დაიწყებს აქციის მონაწილეების შეურაცხყოფა, გინება, საშინელ სიტყვებს გვეუბნებოდნენ, ემუქრებოდნენ დაჭერით და ა.შ. რაც აგრესიას იწვევდა, ვიღაც გინებაზე ალბათ გინებით პასუხობდა, იყო რეპლიკები... სიტუაციას აქციაზე ძაბავდნენ შავნიღბიანი ადამიანები... გამოირჩეოდნენ იმით, რომ გამოეყოფოდნენ მორბენალი ადამიანები ამ რობოკოპებს და იყო თავპირის მტვრევა, ადამიანების შეთრევა კორიდორში, ნაცემ ადამიანებს აგდებდნენ უკან, მიგვყავდა ეს თავპირდალეწილი ხალხი სასწრაფოს მანქანებისკენ.

უცნაური იყო, რომ 29-ში მეც რაც დავინახე არავინ დაუკავებიათ, შეითრევდნენ, ცემდნენ და უკან აგდებდნენ... ძალიან მძიმე საყურებელი იყო ეს ყველაფერი".

12:58 5.8.2025

გიგა დათიაშვილის თქმით, აქციაზე „ბევრნაირი საუბრები იყო“. მისივე განცხადებით, მარტივი გასარკვევია ვინაა პროვოკატორი და ვინ აქციის მონაწილე, ის ბევრ აქციაზეა ნამყოფი და იმუნიტეტი გამოუმუშავდა.

„ვინც აქციაზეა გამოსული მშვიდობიანად, ის ცდილობს პოლიციას არ მისცეს ლეგიტიმაცია, რომ მათ დაიწყონ აქციის დაშლა... მე შევესწარი შემთხვევას, როცა ერთმა ადამიანმა აიღო რაღაც და ისროლა პოლიციის მიმართულებით. კონფლიქტი დაიწყო, ნიღაბი მოხსნეს ამ ადამიანს და ერთმა უთხრა - შენ დიდუბის პოლიციაში მუშაობო. კონფლიქტი მოჰყვა, არც უარუყვია ამ ნიღბიანს... პროვოცირებდა, რომ ლეგიტიმაცია მიეცა. ეგეთი იყო ბევრი შემთხვევა...ვიცოდით, რომ ახლა რაღაც ჯგუფი გამოჩნდება და დაგვშლიან, ისინი პროვოცირებდნენ".

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშივილი აზუსტებს, ანუ პოლიციელი იყო ის, ვინც სამართალდამცველების მიმართულებით ისროლაო? - ადასტურებს მოწმე მორიგ ჯერზე თავის მონაყოლს და ამატებს, რომ „მას არც უარუყვია, რომ პოლიციაში მუშაობდა".

13:01 5.8.2025

მოწმე აგრძელებს მოყოლას - „ანდრო ხშირად გვეპარებოდა ხოლმე[იცინის], ადიოდა სპეცრაზმელებთან და გვეუბნებოდა, რომ ვიღაცები უნდა გამოეყვანა. ვიდეომასალაც არსებობს, სოციალურ ქსელში გავრცელდა სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დგას პერანგით და აშველებს მათ და სპეცრაზმი ურტყამს მას, ის უტრიალდება და ეუბნება: რას შვები გამყავსო.

... მოვიდა ანდრო და გვითხრა სპეცრაზმელმა ფეხში სარაჯიშვილის ბოთლი გამარტყაო".

მსახიობის თქმით, გარდა მეგობრობისა და პროფესიისა, მათ საერთო ღირებულებები აახლოვებდათ. მას არ ახსოვს ზუსტი დღე, თუმცა იხსენებს მომხდარს. მასთან მივიდა ანდრო და უთხრა, რომ „გავრცელდა სუს-დან გამოჟონილი ინფორმაცია დასაჭერი ადამიანების სია და ამ სიაში თავადაც იყო".

„ვურჩიე, თავი აერიდებინა, მაგრამ არ დამიჯერა, არა აქ ვიქნებიო", - იხსენებს დათიაშვილი.

13:05 5.8.2025

„როგორ გადავიდნენ კაცო ესენი თავს“, - ამას ამბობდა ხოლმე ანდრო, გინებაც კი არ ყოფილა", - იხსენებს მოწმე მსახიობი.

თორნიკე მიგინეიშვილი თხოვს მოწმეს გაიხსენოს თუ მიუღიათ სხვა აქციებშიც მონაწილეობა ერთად და როგორ იქცეოდა ანდრო ჭიჭინაძე, როგორც პროტესტის მონაწილე.

„ვიკრიბებოდით და შემდეგ მივდიოდით, ძირითადად ვინც გვეკარგებოდა იყო ანდრო, იდგა წინ და გაშველებაში იყო ჩართული".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG