Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (05/08/2025)

დღეიდან ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, დაცვია მხარე იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დაიკითხებიან ანდრო ჭიჭინაძის მოწმეები.

14:51 5.8.2025

დაცვის მხარე წერილობითი მტკიცებულებების შესწავლაზე გადავიდა, პროკურორები ამბობენ, რომ მხოლოდ ნუსხიდან წაიკითხოს ადვოკატმა დასახელებები, ეს მათთვის მისაღები იქნება. წერილობითი მტკიცებულებების გამოკვევას იწყებს გუჯა ავსაჯანიშვილიც.

15:55 5.8.2025

შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლა.

16:00 5.8.2025

შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლა.

რეზო კიკნაძის ადვოკატს, გუჯა ავსაჯანიშვილს ვიდეომტკიცებულება აქვს მოპოვებული ჯგუფური ძალადობის საქმეზე. ის ახლა ამ ვიდეოს რთავს, რომელსაც მხარეები გამოიკვლევენ.

ვიდეოს სახელწოდებაა - „რევაზ კიკნაძის ოქროს მოწმე". ვიდეო ტელეკომპანია პირველის სიუჟეტია, სადაც მეტრო უნივერსიტეტის თანამშრომელი, ჟურნალისტის ცნობით, კიკნაძის დაკავების სცენას აღწერს.

16:15 5.8.2025

ასეთია ვიდეოს ტექსტი, რომელსაც მხარეები ისმენენ სასამართლო სხდომაზე -

„ირკვევა, რომ კიკნაძე მეტროში დილის საათებში სალარო აპარატთან იმყოფებოდა, რა დროსაც მას ორი ნიღბიანი პირი მიუახლოვდა და 26 წლის მამაკაცი მეტროში არსებულ პოლიციის ოთახში შეიყვანეს.

მეტროს თანამშრომლის მონაყოლი იდენტურია იმის, რასაც თავად რეზო კიკნაძე ყვება. რეჟიმის ტყვე ამტკიცებს, რომ ის დილის საათებში მეტრო უნივერსიტეტში დააკავეს და არა ლისზე, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს. რეზო კიკნაძის და მისი ინტერესების დამცველის მტკიცებით, დაკავების ოქმი გაყალბებულია და სიმართლეს არ შეესაბამება არც ოქმში მითითებული დაკავების დრო და არც ადგილი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ რეზო კიკნაძის დაკავების შუამდგომდგომლობით პროკურორმა მოსამართლეს 6 დეკემბერს 10:09 საათზე მიმართა, დაკავების ოქმის თანახმად, კიკნაძე დააკავეს 13:15 საათზე, თუმცა, კიკნაძის და მოწმეების მტკიცებით, ახალგაზრდა მეტროში დილის 10 საათამდე აიყვანეს".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG