Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (06/08/2025)

გრძელდება ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს იტყვის პროკურატურა თავის პოზიციას, აპირებს თუ რა უდაოდ ცნოს ეს მტკიცებულებები. ასეთი სცენარის შემთხვევაში დაცვის მხარის მტკიცებულებებს აღარ შეისწავლიან და სასამართლო უფრო სწრაფად გადავა შემდეგ ეტაპზე

16:06 6.8.2025

15:55 მოწმე საუბრობს მეორე ვიდეო მტკიცებულების შინაარსზე. ის აღწერს, რომ ვიდეოში ჩანს როგორ ისვრიან მხარეები ცარიელ პოლიეთინელის წყლის ბოთლებს. ვიდეოში ტრიალებს ერთი და იგივე საგნები, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციის მიერ ნასროლ ნივთებს შემდეგ იღებენ აქციის მონაწილეები და უკან ესვრიან მათ. მისი თქმით იმ საგნის იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია, ერთადერთი რისი თქმაც შეუძლია არის ის, რომ როდესაც ჯანო არჩაიას მიმართულებით დავარდა საგანი მცირე მანძილზე გაგორდა, აქედან გამომდინარე საგანი ვერ იქნებოდა კუთხოვანი.

ადვოკატი სვამს კითხვას, რომ თუ ჯანო არჩაიას მიერ ნასროლი ნივთის რაობა არ არის ცნობილი, შეიძლება თუ არა დადგინდეს რამდენა სახიფათო იყო მისი გასროლა. მოწმე პასუხობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ცნობილი ამ საგნის წონა, ეს ვერ იქნება განსაზღვრული.

15:57 6.8.2025

15:47 - მოწმე საუბრობს, რომ ექსპერტიზის დროს დაისვა კითხვა: კამერის ობიექტივთან რა კუთხით ისვრის საგანს გურამ მირცხულავა. მისი თქმით, გასროლილი საგნის ტრაექტორიის დადგენით გაირკვა, რომ საგანი გაისროლეს გამჭვირვალე ფარების მიმართულებით, დაახლოებით 45-50 გრადუსით.

მოწმის თქმით, გურამ მირცხულავას, რომ სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ესროლა საგანი, კუთხე იქნებოდა 0 გრადუსი.

ადვოკატის კითხვაზე თუ გამორიცხავს ეს მოცემულობა იმას, რომ გურამ მირცხულავამ დამიზნებით ესროლა სპეციალური დანაყოფის ეკიპაჟს, მან უპასუხა- „რათქმაუნდა გამორიცხავდა“.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე გადადის სხვა ვიდეოჩანაწერის განხილვაზე, სადაც მისი მეორე დაცვის ქვეშ მყოფი, ჯანო არჩაია, ჩანს.

მოწმე საუბრობს ამ გამოსახულების შინაარსზე. ის აღწერს, რომ ვიდეოში ჩანს როგორ ესვრიან ერთმანეთს მხარეები ცარიელ პოლიეთინელის წყლის ბოთლებს. ვიდეო აღბეჭდავს ერთი და იგივე საგნებს - პოლიციის მიერ ნასროლ ნივთებს აქციის მონაწილეები უკან, პოლიციის მიმართულებით ისვრიან.

მისი თქმით იმ საგნის იდენტიფიცირება, რომელიც ჯანო არჩაიას მიმართულებით დავარდა რთულია, ერთადერთი რისი თქმაც შეუძლია არის ის,ვარდნისას საგანი მცირე მანძილზე გაგორდა, რაც აძლევს იმის საშუებებას რომ თქვას- ეს საგანი ვერ იქნებოდა კუთხოვანი.

ადვოკატი კითხულობს: თუ კი ჯანო არჩაიას ნასროლი ნივთის რაობა არ არის ცნობილი, შეიძლება თუ არა დადგინდეს რამდენად სახიფათო იყო მისი გასროლა. მოწმე პასუხობს, რომ რადგან უცნობია ამ საგნის წონა, ეს ვერ იქნება განსაზღვრული.

ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ დაასრულა მოწმის დაკითხვა.


15:53 6.8.2025

15:40 - მოწმის თქმით, საგნის განსაზღვრა შეუძლებელია. შესაბამისად, უჭირს ივარაუდოს რა წონის იყო ის ან რამდენად საშიში იყო მისი გასროლა.

მოწმის თქმით, ექსპერტი ვალდებულია, თუ მტკიცებულებასთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვან გარემოებას აღმოაჩენს დასკვნაში ასახოს.

15:46 6.8.2025

15:38 - მოწმე ექსპერტი ამბობს, რომ ვიდეო დამონტაჟებულია. ამის დასადგენად, სტანდარტული მეთოდით, მან პირველ რიგში გამოიკვლია აუდიო ჩანაწერი. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ერთ მომენტში კადრი წყდება, რასაც არ აქვს არანაირი ლოგიკური გაგრძელება. შესაბამისად, ამ ადგილას კადრი იჭრება და მას სხვა ვიდეო ებმის. ასევე, კადრი წყდება ვიდეოს 00: 07 წამზეც. მოწმის თქმით, წყვეტის შემდეგ ჩანაწერი გრძელდება იმით, რომ კადრში ჩნდება გურამ მირცხულავა და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც იყურებიან ქვევით. მისი ვარაუდით, ამოჭრილ კადრს უნდა აღებეჭდა რაიმე საგანის გასროლა, ვინადიან კადრის გაგრძელების შემდეგ ამის შემსწრე ადამიანები იყურებიან ქვევით - დიდი ალბათობით, უყურებენ გასროლილ საგანს, რომელიც მათ წინ დაეცა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG