Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (06/08/2025)

გრძელდება ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს იტყვის პროკურატურა თავის პოზიციას, აპირებს თუ რა უდაოდ ცნოს ეს მტკიცებულებები. ასეთი სცენარის შემთხვევაში დაცვის მხარის მტკიცებულებებს აღარ შეისწავლიან და სასამართლო უფრო სწრაფად გადავა შემდეგ ეტაპზე

16:45 6.8.2025

16:41 - დასრულდა დღევანდელი სხდომა.

16:45 6.8.2025

16:40 - სერგეი კუხარჩუკის ადვოკატი კითხულობს წერილობით მტკიცებულებებს.

16:44 6.8.2025

16:38 - მხარეებმა დაასრულეს მოწმის დაკითხვა. მოწმე ტოვებს სხდომათა დარბაზს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე სხვა მოწმეს არ წარმოადგენს.

16:29 6.8.2025

16:01 - დაკითხვას განაგრძობს პროკურორი ვაჟა თოდუა.

პროკურორი: თუ ჩაგიტარებიათ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა აქამდე?
მოწმე ექსპერტი: რა თქმა უნდა, 28 წელია ამ პროფესიაში ვარ.
პროკურორი: ჩემთვის ცნობილი იყო, რომ თქვენ ფონოსკოპიური ექსპერტი იყავით.
მოწმე ექსპერტი: დიახ, ფონოსკოპიური ექსპერტიზა მოიცავს ვიდეო და ხმოვან ექსპერტიზას.

[ კითხვა-პასუხი არ ასახავს ზუსტად, სიტყავ-სიტყვით წარმოთქმულ ფრაზებს, ის გადმოსცემს დიალოგის ძირითად შინაარსს - რ.თ.]

პროკურორი: “ამ დასკვნაში, რომელიმე შემთხვევაში არის თუ არა დადგინელიე რა ნივთია ვიდეოში?”

მოწმე პასუხობს, რომ ვიდეოჩანაწერიდან საგნისა და მისი წონის დადგენა შეუძლებელია. რომ სცოდნოდა დაცემის ადგილი, არსებობდა იმის ალბათობა, რომ წონა დაახლოებით დაედგინა.

პროკურორის კითხვაზე თუ როგორ დაადგინა ექსპერტმა, რომ ვიდეოში მართლაც პოლიეთინელის ბოთლები იყო, მოწმემ უპასუხა, რომ განსხვავებით იმ საგნისგან, რომელიც ჯანო არჩაიამ ისროლა, წყლის ბოთლები მკაფიოდ ჩანდა ვიდეოში.

დარბაზში ხმაურია, დაცვის მხარე აპროტესტებს პროკურორის კითხვას, ამბობს რომ ის მანიპულაციურია.

ბრალდების მხარე რთავს ვიდეოს. გამოსახულება დარბაზში დადგმულ მონიტორში ჩანს. პროკურორი მოწმეს სთხოვს დაადასტუროს ამ ვიდეოს ჩაუტარა თუ არა მან ექსპერტიზა. მოწმე ადასტურებს, რომ ეს ის ვიდეოა, რომელიც მან შეისწავლა - ის მონიტორზე მიუთითებს საგნებს რომელეთა აგრჩევაც შესაძლებელია, თუმცა პროკუირორი ამბობს, რომ მოწმე უხილავ ნივთებზე ამბობს, რომ ხილულია.

მოსამართლე ბრალდების მხარეს თხოვს დაკითხვა განაგრძონ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG