Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (06/08/2025)

გრძელდება ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს იტყვის პროკურატურა თავის პოზიციას, აპირებს თუ რა უდაოდ ცნოს ეს მტკიცებულებები. ასეთი სცენარის შემთხვევაში დაცვის მხარის მტკიცებულებებს აღარ შეისწავლიან და სასამართლო უფრო სწრაფად გადავა შემდეგ ეტაპზე

15:26 6.8.2025

15:26 - სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლით დაიწყო.

გრძელდება მოწმეების დაკითხვა. სხდომათა დარბაზში ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ მოწმედ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის თანამშრომელი გამოიძახა.

15:32 6.8.2025

15:30 - დაცვის მხარე იწყებს მოწმის დაკითხვას. მოწმე საკუთარ კვალიფიკაციაზე საუბრობს.ა15:30 - ადვოკატის თხოვნით, მოწმე სასამართლოს აცნობს საკუთარ პროფესიულ კვალიფიკაციას.

მოწმის თქმით, მისთვის ცნობილია ჯანო არჩაიას და გურამ მირცხულავას წინააღმდეგ აღძრული საქმე. ის საუბრობს, რომ ექსპერტიზას წარუდგინეს ვიდეო მტკიცებულება დალუქულ პაკეტში და ელექტრონული ბარათი ე.წ. ფლეშკა. მოწმე კითხულობს ვიდეო ექსპერტიზის დასკვნას.

ადვოკატის კითხვაზე - ჩაუტარდა თუ არა კადრებზე აღბეჭდილებს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა [ვინაობის დამდგენი], მოწმე პასუხობს, რომ არა - ამ ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელია.

15:46 6.8.2025

15:38 - მოწმე ექსპერტი ამბობს, რომ ვიდეო დამონტაჟებულია. ამის დასადგენად, სტანდარტული მეთოდით, მან პირველ რიგში გამოიკვლია აუდიო ჩანაწერი. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ერთ მომენტში კადრი წყდება, რასაც არ აქვს არანაირი ლოგიკური გაგრძელება. შესაბამისად, ამ ადგილას კადრი იჭრება და მას სხვა ვიდეო ებმის. ასევე, კადრი წყდება ვიდეოს 00: 07 წამზეც. მოწმის თქმით, წყვეტის შემდეგ ჩანაწერი გრძელდება იმით, რომ კადრში ჩნდება გურამ მირცხულავა და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც იყურებიან ქვევით. მისი ვარაუდით, ამოჭრილ კადრს უნდა აღებეჭდა რაიმე საგანის გასროლა, ვინადიან კადრის გაგრძელების შემდეგ ამის შემსწრე ადამიანები იყურებიან ქვევით - დიდი ალბათობით, უყურებენ გასროლილ საგანს, რომელიც მათ წინ დაეცა.

15:53 6.8.2025

15:40 - მოწმის თქმით, საგნის განსაზღვრა შეუძლებელია. შესაბამისად, უჭირს ივარაუდოს რა წონის იყო ის ან რამდენად საშიში იყო მისი გასროლა.

მოწმის თქმით, ექსპერტი ვალდებულია, თუ მტკიცებულებასთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვან გარემოებას აღმოაჩენს დასკვნაში ასახოს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG