Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ანტონ ჩეჩინი და პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი
ანტონ ჩეჩინი და პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი

ანტონ ჩეჩინის საქმე - ლაივბლოგი (08/08/2025)

ანტონ ჩეჩინის საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. გიორგი ახობაძის საქმის მსგავსად არც აქ არსებობს ჩხრეკისა და ამოღების ამსახველი ვიდეოკადრები. დასკვნით სიტყვას პროკურორი, შმაგი გობეჯიშვილი წარმოთქვამს.

12:32 8.8.2025

პროკურორი ამბობს, რომ ანტონ ჩეჩინმა არც ჩხრეკის და არც დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა, ამასთან ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა მას გააცნეს უფლებები, ჩხრეკისა და დაკავების შესახებ განჩინებები

12:35 8.8.2025

პროკურორი დასკვნით სიტყვაში ამბობს, რომ პოლიციელებს არ გაუხდიათ ანტონ ჩეჩინისთვის ქურთუკი, მათ მხოლოდ შეამოწმეს დაუფარავი არეალები.

12:46 8.8.2025

პროკურორი მოიხმობს პოლიციელების ჩვენებებს, სადაც წერია, რომ ანტონ ჩეჩინის ჩხრეკა მიდიოდა წინააღდეგობის გაწევის ფონზე და ასე ცდილობს დაასაბუთოს, ფაქტი, რომ ჩხრეკის ვიდეომტკიცებულება არ არსებობს.

„ის იმდენად სწევდა წინააღდეგობას, რომ არათუ ვიდეოგადაღეაზე, არამედ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობაშიც კი ეშლებოდათ ხელი", - ამბობს შმაგი გობეჯიშვილი.

12:47 8.8.2025

პროკურორი ამბობს, რომ ანტონ ჩეჩინმა უარი თქვა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. ანტონ ჩეჩინის თქმით კი მას თავად სურდა შემოწმება, თუმცა „ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, სადაც ეწერა, რომ აღნიშნულზე უარს აცხადებდა".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG