დასკვნით სიტყვას ამბობს, ადვოკატი შოთა თუთბერიძე. ის იწყებს დაკავების გარემოებებზე საუბრით.
[დავით ხომერიკი, თავის ძმასთან ზუკა ხომერიკთან ერთად, ორ დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე დილის ცხრა საათისთვის დააკავეს.
პოლიცია ამბობს, გზას ხელოვნურად კეტავდნენ და ჩვენს მოთხოვნას არ დაემორჩილნენო. ზუკა ხომერიკის პროცესი დაკავებიდან მალევე გაიმართა, ის სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
გამოძიების მასალების თანახმად, ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ დავითი და მისი ძმა გაჩხრიკეს და სწორედ მაშინ იპოვეს დავითის ზურგჩანთაში „მოლოტოვის კოქტეილები“.]
ადვოკატი, შოთა თუთბერიძე:
„გჯერათ, თუ არა, რომ...ობიექტურად მოაზროვნე ადამიანისთვის, რამდენად დამაჯერებელია მოწმეების ჩვენება, რომლებიც აცხადებდნენ რომ დავით ხომერიკი იდგა ნაგვის ყუთთან და პოლიციელების მისვლის შემდეგ არ უცდია რაიმეს მოშორება, გაქცევა, წინააღმდეგობა, იდგა და ელოდა, როდის დააკავებდნენ ამ ნივთიერებებით და ნივთებით ზურგჩანთაში?
რეალობა იყო სხვა, აქციიდან წამოსული დავით ხომერიკი, რომელიც თამარაშვილის გავლით მიდიოდა სახლისკენ, რომელსაც მოსდევდა პოლიციის ფორმაში ჩაცმული ცრუ მოწმეების ჯგუფი...პოლიციელები მას აყენებდნენ როგორც ფიზიკურ ისე სიტყვერ შეურაცხყოფას მანქანაში და განყოფილებაში, მას არ მიეცა ადვოკატთან კავშირის შესაძლებლობა, აქ მოიტყუეს კიდეც, რომ მას არ შეეზღუდა ადვოკატთან დაკავშირება".
ადვოკატის თქმით, განყოფილებაში დავით ხომერიკის აღიარებითი ჩვენება პოლიიამ „იძულებით შედეგით მოიპოვა".
[ 2 დეკემბერს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე ძმები ხომერიკები აქციის მონაწილეებთან ერთად მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც პოლიციამ რუსთაველზე დემონსტრანტების დარბევა დაიწყო და მათ ქუჩებში დაედევნა. რამდენიმე ადამიანს სცემეს და დააკავეს მეტრო „რუსთაველის“ ვესტიბიულშიც.]
[აქციის მონაწილეები კორპუსების სადარბაზოებსა და ეზოებში შერბოდნენ, თუმცა ეს არ იყო უსაფრთხო ადგილი - ნიღბიანი ძალოვნები მათ სადარბაზოებსაც ამოწმებდნენ]
„ჩემი საკნიდან მზე სულ სხვანაირი ჩანს", - ეს დაწერა დავით ხომერიკმა რვეულის ფურცელზე, რომელიც თან მოიტანა და აუდიტორიას აჩვენა.
შემოყავთ ბრალდებული დავით ხომერიკი. ის თვალით ეცებს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს დარბაზში. მარცხნივ კუთხეში დას პოულობს და ესალმება, თავისი ჟესტიკულაცია აქვთ, რომელსაც მხოლოდ და-ძმა იგებენ. ხომერიკს დიდი რვეული აქვს მოტანილი.
სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა თქვა, რომ ის მზადაა წარმოთქვას საბოლოო სიტყვა.
სასამართლოს ესწრებიან დავით ხომერიკის მშობლები, და და ძმა, მეგობრები და უცნობი მხარდამჭერებიც.
ფორუმი