Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი (08/08/2025)

დასკვნით სიტყვას იტყვიან დავით ხომერიკის ადვოკატები. შოთა თუთბერიძის ცნობით, ბრალდებული მუსიკოსი მზადაა, რომ თავადაც წარმოთქვას საბოლოო სიტყვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილია. ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებიან. პროკურატურაამბობს, რომ მის ჩანთაში გამოუყენებელი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვეს.

17:24 8.8.2025

17:23 - მიუხედავად იმისა, რომ დავით ხომერიკი მზად იყო საბოლოო სიტყვისთვის, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომა 15 აგვისტოს ჩაინიშნა. სავარაუდოდ ამ სხდომაზევე გამოაცხადებს ნინო გალუსტაშვილი გადაწყვეტილებას.

17:06 8.8.2025

შოთა თუთბერიძის დასკვნით სიტყვაში ნათქვამს ეთანხმება მეორე ადვოკატიც. მხარეების რეპლიკის ეტაპზე არიან. სანამ ბრალდებულის საბოლოო სიტყვას მოვუსმენ, წაიკითხეთ რადიო თავისუფლების სტატია, რომელიც დავით ხომერიკის საქმეზე თებერვლის თვეში მოვამზადეთ.

16:54 8.8.2025

„ყველა მტკიცებულებაც რომ სწორი იყოს ბრალდებულმა ნებაყოფლობით აიღო დანაშაულებრივ ქმედებაზე და იძულების წესით მიცემულ ჩვენებაშიც აღწერილია კლასიკური კაზუსი დანაშაულზე ხელის აღებისა... პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი", - ამბობს შოთა თუთბერიძე და თავისი არგუმენტების გასამყარებლად მოჰყავს მაგალითი:

„მე რომ განვიზრახო ვაჟა თოდუას მკვლელობა [ პროკურორი - მე რას მერჩი] კარგი, მაშინ იყოს გიორგი ჯიქია, მე თუ მას ვკლავ, რადგან მეზიზღება ცრუ მოწმეები, მაგრამ შემდეგ ხელი ავიღე.." [ და აგრძელებს იგივე დასაბუთებას, რაც განავითარა დასაწყისში.

16:48 8.8.2025

„სულ რომ სწორი იყოს და ეს ნივთები კანონის დაცვით იყოს ამოღებული, ჩვენ სისხლის სამართლის შემადგენლობა არ გვაქვს, ჩვენ საქმე არ გვაქვს არც ცეცხლგამჩენ და არც სასაფეთქებელ ნივთიერებასთან", - ამბობს შოთა თუთბერიძე და მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის შემადგენლობა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე, ხომერიკის შემთხვევაში არაპროპორციული სანქციაა.

„ჩვენ გვაქვს სასჯელის პროპორციულობის პრობლემა, რამდენად არის შესაბამისობაში იმასთან, რასაც ედავებიან", - აცხადებს შოთა თუთბერიძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG