Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი (08/08/2025)

დასკვნით სიტყვას იტყვიან დავით ხომერიკის ადვოკატები. შოთა თუთბერიძის ცნობით, ბრალდებული მუსიკოსი მზადაა, რომ თავადაც წარმოთქვას საბოლოო სიტყვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილია. ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებიან. პროკურატურაამბობს, რომ მის ჩანთაში გამოუყენებელი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვეს.

16:03 8.8.2025

დავით ხომერიკის საქმეზე სხდომა მეორე დარბაზში იმართება. დღეს ბევრი დამსწრეა. ადგილი აღარ დარჩა. დავით ხომერიკის გულშემატკივრების ნაწილი დარბაზის გარეთ იცდის.

16:07 8.8.2025

სასამართლოს ესწრებიან დავით ხომერიკის მშობლები, და და ძმა, მეგობრები და უცნობი მხარდამჭერებიც.

16:10 8.8.2025

შემოყავთ ბრალდებული დავით ხომერიკი. ის თვალით ეცებს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს დარბაზში. მარცხნივ კუთხეში დას პოულობს და ესალმება, თავისი ჟესტიკულაცია აქვთ, რომელსაც მხოლოდ და-ძმა იგებენ. ხომერიკს დიდი რვეული აქვს მოტანილი.

სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა თქვა, რომ ის მზადაა წარმოთქვას საბოლოო სიტყვა.

16:11 8.8.2025

„ჩემი საკნიდან მზე სულ სხვანაირი ჩანს", - ეს დაწერა დავით ხომერიკმა რვეულის ფურცელზე, რომელიც თან მოიტანა და აუდიტორიას აჩვენა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG