შოთა თუთბერიძემ სხდომათა დარბაზში წაიკითხა სადავო პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერის ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება, რომელიც ჟღერს ასე:
„საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1000 მოძალადიდან მხოლოდ 20-ია დაკავებული, ამის მიზეზიც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. გამომდინარე იქიდან, რომ 100%-იანი არ იყო მტკიცებულებები, 1%-ი მაინც თუ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. მაშინაც კი, როცა იცის, რომ ადამიანი არის ნარკომანი, მოიხმარს და ასაღებს ნარკოტიკებს, თუ არ არის 100%-იანი მტკიცებულები სასამართლოს ევალება გაათავისუფლოს ადამიანი.
ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან. არაფერ შუაში არ არის „ჩადება“ . 100%-იანი მტკიცებულების სტანდარტზე არის საუბარი.".
შოთა თუთბერიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრინციპი გახადა საჯარო ირაკლი კობახიძემ. პირველი - ყველა ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მეორე - არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე, რომელიც წარმადგენს იმ პოლიცილები ჩვენებებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საგამოძიებო მოქმედებაში.
ამის შემდეგ შოთა თუთბერიძე იხსენებს მოწმეების პასუხებს კითხვაზე, რატომ არ გადაიღეს ჩხრეკა და ამბობს, რომ ეს პასუხები სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს.
შოთა თუთბერიძე ასაბუთებს, რატომ არაა ბრალდება და მისი შემადგენლობა სამართლიანი და დასაბუთებული.
მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნამ ცალსახად განაცხადა, რომ ამოღებული ნივთები იმ ფორმით, როგორც ის მოიპოვა პოლიციამ, არ წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას....
რაც შეეხება „სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშს" - სასამართლომ უნდა განმარტოს რას გულისხმობს კანონმდებელი ამ ნაწილში. არაერთხელ ვიკითხე და აღვნიშნე, რომ საწვავის ავზი მეც მაქვს ავტომობილში მოთავსებული, ერთადერთი განსხვავება, რომ ჩავთვალოთ, რომ ბრალდების მხარის ყველა ცრუ მოწმე სიმართლეს ამბობს და ყველა მტკიცებულება სწორი და სანდოა, ერთადერთი განსხვავება რაც ჩემსა და დავით ხომერიკს შორის არსებობს, არის ის, რომ ვითომ დავით ხომერიკის ნივთებში იპოვეს პარაფინის ქვა. მე რომ მივიდე და პარაფინის ქვა ჩავაგდო ჩემს ავზში წამიყენებს იგივე მუხლით ბრალს ვაჟა თოდუა?
სრულად უნდა გამოირიცხოს ამ დანაშაულის შემადგენლობაა", - ასკვნის შოთა თუთბერიძე.
„თქვენ გჯერათ რომ მინიმუმ სამ პოლიციელს და მათ შორის ბრალდებულს დაავიწყდა, რომ ხომერიკს ჩაუტარდა ორი საპროცესო მოქმედება და არ ასახეს ოქმებში?", - სვამს კითხვას ადვოკატი და ამ ფორმით აჯამებს თავის ნათქვამს.
აგრძელებს შოთა თუთბერიძე:
„თავად ხომერიკის ჩვენებაც კი, რომელიც იძულების წესითაა მოპოვებული და სრულად პოლიციის შემოქმედებაა, თავად ხომერიკის ჩვენების ოქმიც ამბობს, რომ ის ერთხელ გაჩხრიკეს.
მე არ ვფიქრობ, თქვენ გქონდეთ გაგონილი ასეთი რამე, რომ ჩხრეკის დროს ვერნაპოვნი ნივთი სიღრმისეული გასინჯვის შემდეგ იპოვეს და ორი საპროცესო მოქმედება დამაგრებული იყოს საქმეზე ერთი ოქმით... თავად ხომერიკის ჩვენებაც კი, აღწერს დაკავების ნაწილს და იძულების წესით მოპოვებულ ჩვენებაშიც ხომერიკი მიუთითებს ერთ პირად გასინჯვაზე".
ფორუმი