Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასკვნითი სხდომა ანატოლი გიგაურის საქმე - ლაივბლოგი (12/08/2025)

დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის ბრალდებული გიგაური, ადვოკატის ცნობით, გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადდება. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. საქმის მასალებში დევს ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ურტყამს სახეში პირველად ანატოლი გიგაურს პოლიციელი. მას თავიდან ქუდიც კი ძვრება.

10:47 12.8.2025

სხდომა დასრულდა. მხარეები ტოვებენ დარბაზს. ოჯახის წევრები ტირიან და მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა.

10:46 12.8.2025

ასე სჯით ომის ვეტერანებს დიდი მადლობა, უნამუსოები, მოგიბრუნდებათ ეს სამართალი, რისთვის ზის ციხეშია არაფრისთვის - ამბობენ დედა და ცოლი.

10:46 12.8.2025

„ორი წელი თქვენ არ იჯდებით მანდ, პასუხს აგებთ ამ მონობისთვის", - თქვა თინა ბოკუჩავამ, რომელიც სხდომას ესწრებოდა.

10:46 12.8.2025

მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ანატოლი გიგაურის ბრალი სს კოდექსის 353 მუხლის პირველ ნაწილზე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG