დაკავების მომენტი:
„პირველივე წამზე, ზურგში მჯიღის დარტყმა ვიგრძენი. მეცვა პალტო და იდაყვის მიდამოში ჩქმეტა ვიგრძენი. სავარაუდოდ ირაკლიმ[არ ახსოვს გვარი] მომქაჩა. ჩემს წინ იყო მანქანა გაჩერებული, ვერავინ დავინახე, მეგონა ძაღლმა მიკბინა. მე დავიწყე მოტრიალება, მიყვარს ცხოველები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მიკბინონ.
მე შემოვტრიალდი მიზნით, რომ ძაღლი შემეჩერებინა და მოვფერებოდი და დავინახე, მამაკაცი ნიღაბში...იმ მამაკაცმა დაიწყო ჩემს სხეულზე შეხება, მე მის მოქმედებას ვერ დავარქმევ ჩხრეკას, მე როცა მოვდივარ სასამართლოში მჩხრეკენ და ეს სხვანაირი მანიპულაცია. ეს იყო ხელით უცნაური შეხება... როცა პალტოს შიგნით ძრომიალი დაიწყო, ორი კაციც იდგა იქ და მიმაჭყლიტეს მანქანასთან ახლოს და არ მქონდა მოტრიალების საშუალება. ისინი საუბრობდნენ ქართულ ენაზე და მე ეს ენა არ მესმოდა. ერთადერთი სიტყვა, რომელიც მეცნო იყო - ცემა. მე ეს ცემა აღვიქვი, როგორც „ფასი" და ამავრდოულად ჯიბეში ხელის ჩაყოფა ვიგრძენი.
მე ჩუმად ვთქვი, რომ თანხა ჩანთაშია, ტელეფონიც ჩანთაშია. მომხსნეს ჩანთა და შემდეგ ისევ გააგრძელეს ჩემს ჯიბეში რაღაცების ძიება... არაკომფორტულად ვიგრძენი თავი.. ჩანთა ჩამომხსნეს...ძალიან ახლოს ჩემთან დგას დაფარული სახით მამაკაცი და ისევ ჩემს ჯიბეებში ძვრება. მე დავიწყე ყვირილი - მიშველეთ.
მე, როცა ყვირილი დავიწყე, დავინახე, რომ არტემიც დაკავებული იყო. მე დავინახე, რომ არიან კიდევ სხვა ნიღბიანი პირები და დაახლოებით სამი ადამიანი იჭერს არტემს. კიდევ ორი ადამიანი დგას, ერთი ნიღბით, მეორე უნიღბოდ, რამოდენიმე მამაკაცი დგას მეორე მხარეს და ესაუბრება მათ, ვინც მე მაკავებს.
მე მაშინ გავიაზრე, რომ არ შეიძლება ამდენი მძარცველი იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ტელეფონის გამო. ცუდად გავხდი და დავიწყე ყვირილი - მიშველეთ, გადამარჩინეთ.
მე დავინახე, როგორ დაქაჩეს თმებით არტემი და ტენიდნენ მანქანაში. იმის შემდეგ რაც მე ვიყვირე მიშველეთ მძარცვავენ, მამაკაცმა სახელად ირაკლი ხელებში ჩანტა ჩამჩარა, რომელიღაცამ მუხლებში დამარტყა და შემისროლეს მანქანაში. მუხლებთან ისე ჩამარტყეს, რომ მომეკვეთა და მერე ხელის კვრით მანქანაში ჩამტენა".
ზინოვკინა კითხულობს სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან ნაწყვეტს:
„ერთი კვირა ჩვენ ვიკვებებოდით მეტალის სერვისის პროდუქტებით და მე მსურდა ბორში გამემზადებინა, ამიტომ ჩვენ გამოვიძახეთ ტაქსი საბურთალო სითი მოლში და გავედით სახლიდან... მე მივუთითე ჩვენებაში, რომ ტაქსი მქონდა გამოძახებული, გამოვედით სახლიდან და ძალიან ახლოს კუთხეში არის მაღაზიაში შესასვლელი.. და იქ შევედით... მე შევიძინე რძე და ორი კოლოფი სიგარეტი. [კომენტარს აკეთებს გუშინ ნივთმტკიცებების დათვალიერება რომ მოხდა, იმის საპასუხოდ]
....როცა მე ჩანთა წამართვეს ხელიდან, იქ იყო ორი ყუთი სავსე სიგარეტი, ერთი ყუთი გახსნილი მქონდა და ერთი ღერი მქონდა მოწეული...იქ არის გზაჯვარედინი, სადაც სისტემატურად მანქანები დგას და ბოლო კვირას, სანამ ჩვენ დაგვაპატიმრებდნენ, ეს გზაჯვარედინი იყო მანქანებით სავსე, ანუ მანამდე სიხალვათე იყო, სივრცე და შესაძლებლობა, ტაქსი მოგეძებნა. იმ მომენტისთვის მანქანებს შორის ძრომიალი მოგვიწია, რომ ტაქსი მოგვეძებნა. მე წავიკითხე ტაქსის მანქანის ნომერი, გავიყავით და ვეძებდით, ვუყურებდით მანქანის ნომრებს, რომ შეგვემჩნია, სად იდგა. რატომღაც არტემი მარცხნივ წავიდა და მე რატომღაც მარჯვნივ...ტაქსის მძღოლთან, გიორგი კაციტაძესთან პირადი კონტაქტი არ მომიწია და ალბათ, გიორგიმ დამიძახა, როგორც ახლა ვხვდები... ან შეიძლება ეს იყო რომელიმე პოლიციელი, რომელმაც ჩემი სახელი იცოდა".
„ტაქსის მძღოლის სიტყვებით, მან გაიგო ჩემი ყვირილის ხმა - „მიშველეთ", „მიშველეთ" და ახალგაზრა მამაკაცები, ფორმაში ჩაცმულები არ იყვნენ, მივიდნენ და უთხრეს, „წადი წადი, მას უკვე მოაკითხეს".
ანასტასია იხსენებს 2024 წლის 17 დეკემბერს, დღეს, როცა ის და არტემი დააკავეს.
„დაკავებამდე ერთი კვირით ადრე მე და ანტონი მიტინგზე აღმოვჩნდით. ერთი კვირით ადრე დაპატიმრებამდე ვიყავით სახლში, მემგონი მარტო მე გავდიოდი სახლიდან მაღაზიაში და მორჩა.. იმის შემდეგ, რაც ჩვენ მიტინგზე ვიყავით, დაახლოებით 11 დეკემბერს, ჩემზე ხორციელდებოდა თვალთვალი, მაგრა მე არ ვარ დარწმუნებული.... სახლთან იდგნენ მანქანები და ბევრი ახალგაზრდა ადამიანი. მე მათი იდენტიფიკაცია, როგორც პოლიციელების არ მომიხდენია, მე ვფიქრობდი, რომ ეს მეზობელი ... იყვნენ".
„17 დეკემბრამდე ჩვენ მენაპტრონისთვის უნდა გადაგვეხადა ბინის ქირა, ამიტომ მე სახლიდან გამოვედი ახლომდებარე მეტროსადგურამდე, რომ მივსულიყავი ბანკში. როცა მე შევედი ბანკში, დავინახე, ის პირები, რომლებიც მეგონა, რომ ჩემი მეზობლები იყვნენ. ისინი ჩემს კვალდაკვალ მოდიოდნენ, მე ბანკში თანხა მოვხსენი და შევშინდი, რადგან მომყვებოდნენ ის კაცები, რომლებიც ჩემი სახლის ტერიტორიაზე მყავდა ნანახი. მე ვიფიქრე, რომ პატარა თანხა მედო ჩანთაში და არ ღირდა ამის გამო ჩემი გაძარცვა. დაახლოებით 3 000 დოლარი მქონდა. მე შეშინებული ვიყავი და ბანკთან მდებარე კაფეში შევედი, დავურეკე მეგობარ გოგონას, მას გავუგზავნე ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი იმ მამაკაცების, რომლებიც იქ იყვნენ. დავლიე ყავა, შევიძინე ორი წვნიანი, რომ თან წამეღო, გამოვიძახე ტაქსი სახლში წასასვლელად, მიუხედავად იმისა, რომ მცირე მანძილი მქონდა გასავლელი და მთელი გზის განმავლობაში სანამ მე სახლში მივედი ვესაუბრებოდი მეგობარს ტელეფონით".
„ამის შემდეგ მე არტემს შევთავაზე, რომ მაღაზიაში ერთად წავსულიყავით, მე მოვხსენით ბინის ქირის გადასახადი, სხვა თანხა და მოვბრუნდი სახლში... საღამოს დაახლოებით 5-ს აკლდა 25 წუთი, 4-დან 5 საათამდე ჩვენთან მოვიდა ბინის მეპატრონე და მე მას გადავუხადე 850 დოლარი, შემდეგი თვის ქირა. ჩვენ ერთმანეთში გავისაუბრეთ, ვისაუბრეთ მიტინგებზე, იმაზე, რომ ჩვენ მოგვწონს საქართველო, მაგრამ მე არ მსურდა დიქტატურის ქვეშ ცხოვრება. ვუთხარი, რომ ვაპირებდი გამგზავრებას იმიტომ, რომ მე მთელი ცხოვრება დიქტატურის ქვეშ ვცხოვრობდი და სხვანაირი ცხოვრება არ მენახა. მე მას ვუთხარი, რომ თუ იქნება საშუალება მინდა ბავშვი მყავდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ მინდა შვილი პოლიციური სისტემის სახელმწიფოში მყავდეს.... წვრილმანების გარეშე ვუთხარით, რომ მიტინგზე ვიყავით და ვუთხარი მას, რომ თუ ყავს შვილები, ვურჩევდი, სხვა ქვეყანაში ეცხოვრა...ამის შემდეგ ის გავიდა და სადღაც 10 წუთში, როცა ის გავიდა ჩვენც გავედით და კარი დავკეტეთ".
ანასტასია ზინოვკინას ჩვენება:
„მე საქართველოში ჩამოვედი 2024 წლის ოქტომბრის თვეში, ჩემს სამოქალაქო მეუღლესთან, არტემ გრიბულთან ერთად. ჩვენ ვცხოვრობდით სომხეთში და ვგეგმავდით ლათინურ ამერიკაში გამგზავრებას. ფისოებთან დაკავშირებული საბუთები სომხეთში დიდი ხნის განმავლობაში კეთდებოდა, ვეტერინარმა გვითხრა, რომ საქართველოში უფრო სწრაფად ხდება საბუთების გაფორმება და გვირჩია, ჩავსულიყავით საქართველოში. 2025 წლის 13 ივნისს მქონდა ნაყიდი ბილეთები - თბილისიდან ბრაზილიაში და გამოდის, რომ ამ მიზნით ჩამოვედი, უმიზნოდ..."
„თბილისში, ჩიქოვანის ერთ ნომერში, არტემ გრიბულთან ერთად ვცხოვრობდი".
ფორუმი