განყოფილების ეპიზოდი:
„რაღაცა დროის განმავლობაში ჭიშკართან ვიყავით და არ გვიშვებდნენ, ვიჯექით ამ შენობასთან მანქანაში, შემდგომ შემიყვანეს შენობაში, არ მახსოვს, რომელ სართულზე, ლიფტით ავედით, ჯერ პატარა კაბინეტში, შემდეგ დიდ კაბინეტში. დაახლოებით კომპიუტერების 10 მაგიდა იდგა, წყლის დისპანსერი, დივანი, მე ტახტზე დამაჯინეს და სხვადასხვანაირი დიალოგი გამართეს ჩემთან".
„მეკითხებოდნენ - მემარჯვენე ხარ თუ მემარჯვენე, რატომ ახდენ საქართველოში რევოლუციის ორგანიზებას, არ ვიცი როგორი კომენტირება გავუკეთო ამას, ჩემი აზრით ასეთ საუბარს მამაკაცებთან პოლიციაში ვერ აღვიქვამ".
„იმ მომენტისთვის, სანამ ემილ კუპრავა ჩაჯდებოდა მანქანაში და მას შემდეგაც, მე მათ ვეუბნებოდი, შეიძლება დავურეკო ადვოკატს?... მე მეუბნებოდნენ: მერე, მერე პოლიციაში რომ მიგიყვანთ. დიდ კაბინეტში მათ ვუთხარი, დროულია უნდა დავრეკო, რომელიღაცა პოლიციელმა მითხრა, რომ ოქმს სადაც წერია, რომ წინააღმდეგობას გვიწევდი ხელს მოვაწერო? არა, რატომ უნდა მოვაწერო მეთქი, მან მითხრა, მაშინ ვერ დარეკავ.
მე მქონდა დიალოგი ირაკლისთანაც, ის უკვე ნიღბის გარეშე იყო და ვესაუბრებოდი მისი ქცევის მიზეზების თაობაზე, რომ ეს დაუშვებელია, რომ ის არ არის კარგ მდგომარეობაში,, ის მეუბნებოდა, რომ ნახევრად ჩეჩენია, ის იბრძოდა. ადამიანი, რომელიც ნაციონალისტს მიწოდებს და თავის ქცევას ამართლებდა ნაციონალობით. ჩემთვის ეს მიუღებელია, ყურს მჭრის ასეთი საუბარი. ირაკლი აარაადეკვატური იყო. მე ტახტზე ვიჯექი და ათზე მეტი ადამიანი შედიოდა-გამოდიოდა და ისინი ცდილობდნენ, მეჭამა. ეცადნენ წყლის ბოთლი მოეწოდებინათ, ბურგერები, სნიკერსები, შეიძლება ეს იყო სიკეთის ე.წ. აქტი. თუ იმას ვიფიქრებთ, რომ ადამიანი ერთი საათის წინ გემუქრებოდა სიკვდილით და ახლა საჭმელს გაწვდის, არანაირი სურვილი მიჩნდება, საჭმლის ჭამის, მე ხომ არ ვიცი, როგორი ხერხით სურს ჩემი მოკვლა.
ისინი მაიძულებდნენ - უნდა დალიო წყალი, ცუდად გახდები წყლის გარეშე და ხელში წყლით სავსე ჭიქა მომცეს, დავლიე ეს წყალი, დავკუჭე ჭიქა და მინდოდა ნაგვის ყუთში გადამეგდო, არ მომცეს ამის გაკეთების საშუალება, ხელიდან ამართვეს და წაიღეს.
აგრძელებს ანასტასია მოყოლას:
„მას შემდეგ, როცა დავინახე, რომ ნარკოტიკი ჩამიდეს, ყველა დაწყნარდა, ანუ მათ გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც სურდათ და უფრო წყნარაად დაიწყეს საუბარი, გარდა ირაკლისა, ის ისევ აგრძელებდა შეხებას და მუქარას... პოლიციის განყოფილებამდე მან დამტოვა"
„თამარი, სანამ განყოფილებაში მივიდოდით ბრილიანტებს ათვალიერებდა. მეორე მამაკაცი ეუბნებოდა, ხედავენ რასაც გუგლავ და აღარ დაგუგლოო"
„მე გამოძიება არ ჩამიტარებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნარკოტიკები თამარს[ძნელაძე ] არ ჩაუდია".
გრძედება მანქანის ეპიზოდი:
ირაკლიმ მითხრა, თუ თავს კიდევ მიატრიალებს, გაგაუპატიურებ, სისტემატურად აქცენტს აკეთებდა, რომ გამაუპატიურებდა, მემუქრებოდა... დაქვემდებარებულ თამაშებს ატარებდა, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, თუ არ მომცემ ტელეფონის პაროლს, გასაღებს, მე ამას გავაკეთებ - ასეთი პასუხი ჰქონდა. ის არაადეკვატურად გამოიყურებდა, თვალის გუგები ჰქონდა გადიდებული, ის ჩემში ზიზღის გრძნობას იწვევდა, არამარტო იმიტომ, რომ მემუქრებოდა, არამედ საზიზღრად გამოიყურებოდა. ის ისე იჯდა, ჩემთან ძალიან ახლოს, მეკვროდა, ის ცოტა ხანს გადიოდა მანქანიდან და მობრუნდა უფრო არაადეკვატური და ის, როცა მანქანაში დაბრუნდა, მანამდე სანამ მოვიდოდა გამომძიებელი, თარჯიმანი და მეორე პირი, დასახელებული პირები ჩასხდნენ მანქანაში, ისინი გადმოვიდნენ, მაგრამ ირაკლი დარჩა.
წინა მარცხენა მხარეს მამაკაცი გადადი მანქანიდან და ჯდება შორენა ტაბატაძე, თარჯიმანი...“შორენა ტაბატაძე მიყვიროდა, რომ როგორიც შენ ხარ ისეთები მოსაკლავები არიანო. მე ვუთხარი, რომ ჩემნაირი კარგები და ლამაზებითქო? რაზეც, მან მიპასუხა კითხვით, რომ დამცინიო?..
მარჯვენა მხარეს ჩემთან დაჯდა თამარ ძნელაძე...დაიწყო მორიგი ციხე და დაიწყეს უკან ჩემი ჩაცმა".
მანქანის ეპიზოდი:
„ირაკლი მომიჯდა გვერდით. დავიყვირე საშველად, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმემ გაიგო. ერთი კაცი უკვე მანქანაში იჯდა, მეორემ შემოუარა მანქანას და ისიც დაჯდა შიგნით. პირველ რო წუთს, როცა მანქანაში ჩამტენეს, ჩემთან ერთად მანქანაში ორი კაცი იყო წინა სკამზე და ორი კაცი ჩემთან ერთად უკან. ირაკლი იყო ნიღაბში... ის დამამახსოვრდა არა იმიტომ, რომ იგინებოდა, არამედ იმიტომ, რომ არადეკვატურობით გამოირჩეოდა.
მანქანაში გამხადეს პალტო, ხელით შეამოწმეს ჯიბეები, ბიუსჰალტერი... მამაკაცი წინა სავარძელზე მარჯვნივ იჯდა, ტელეფონი გამომართა და ვიღაცას ფანჯრიდან გადასცა. კიდევ ერთხელ გამომრთვეს ჩანთ და იქექებოდნენ...რუსულად მაშინ გავიგე - სად არის გასაღები, სად არის გასაღები?
ყველაფერი გადმოქექეს, მერე უკან ჩაყარეს და შემდგომ კაცმა, წინა სავარძელზე ჩემს ხელმრაცხნივ რომ იჯდა, ჩემი ჩანთა ფანჯრიდან ვიღაცას გადააწოდა. დაიწყეს ლაპარაკი, რომ მიმეცა ტელეფონის პაროლი. ოთხი კაციდან, რომლების იქ იყვნენ, ყველა არ მემუქრებოდა, ორისგან გავიგე მუქარა, მათ ჩემგან აიღეს ტელეფონი და ჩანთა და მაიძულეს ხელები ამეწია. რუსული სიტყვების გარეშე ისინი აწევდნენ ჩემს ხელს, მე ქვევით ვწევდი და ასე მანიშნეს, რომ ხელები ამეწია, მოგვიანებით ჩემთან დიალოგი გამართეს რუსულ ენაზე, მაგრამ იმ მომენტისთვის ერთმანეთშ ქართულად საუბრობდნენ...
ხელები გამაშლევინეს, ჩემი მარჯვენა ხელი მაიძულეს რომ წინა სავარძლის ზევით დამედო და მარცხენა ხელი - მარცხენა წინა სავარძელზე. იმ მომენტისთვის, როცა ისინი გასაღებს ეძებდნენ, ფერთხავდნენ ჩემს ჩანთას, უკან ალაგებდნენ და იქ არანაირი ნარკოტიკი არ იყო.
შეგომ მათ რუსულ ენაზე დაიწყეს მუქარა, მათ არ მოსწონდათ, როცა თავს ვატრიალებდა, ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ მენახა, სად იყო არტემი. ანუ მე ირაკლის მიმართულებით ვატრიალებდი თავს, რადგან ის ჩემს შემოწმებამდე არაადეკვატურად აგრესიულად გამოირჩეოდა და ასე იქცევიან ადამიანები, რომლებიც არიან ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ... იყო არაკომფორტული, მინდოდა არ დამენახა, რას აკეთებდა...
შემდეგ დაიწყო საუბარი - „რა გეგონა მიტინგებზე სიარულიო, შენ ამის გამო ინანებ, ვერავინ შეამჩნევს, როგორ მოგკლავთ...."... ირაკლიმ ჩემი სათნებელა და სიგარეტები მიითვისა, სხვა კოლოფი მომცა... მან წაიღო სხვა სიგარეტის კოლოფი და სანთებელა და დამიბრუნა სხვა სიგარეტის კოლოფი და სანთებელა.. ისინი ვიდეოს იღებდნენ...[მან იხუმრა რუსეთზე და დუმაზე, რაც ანასტასიას თქმით, არ მოეწონათ]
ისინი ამბობდნენ, რომ აქციის ორგანიზატორი ვიყავი, მე არ ვიცი ქართული და არც ისე დიდი ადამიანი ვარ, რომ აქციის ორგანიზატორი ვიყავი. არც კი მომსვლია აზრად, რომ საქართველოში მიტინგებზე იყო საუბარი.... არც კი მომსვლია აზრად, რომ ეს იყო იმის გამო, რომ მე მიტინგზე სამედიცინო დახმარება გავუწიე დემონსტრანტს, სამედიცინო დახმარების არგაწევა ეს კანონდარღვევაა. ისინი ამბობდნენ, რატომ ეხმარები ტერორისტებს, ნაციონალისტებს, რაღაც თქვეს კიდევ... მე მათ ვუთხარი, კომუნისტური პარტიის შესახებ, რომელშიც მე ვმუშაობდი.... ვერ გავერკვიე სიტუაციაში და მათაც ეჭვი შეეპარათ, რომ მე ის ადამიანი ვიყავი, რომელიც მათ სჭირდებოდათ. მათ მითხრეს, რომ კამერაში უნდა თქვა, რა გქვია და რა გვარის ხარ, რომ შენ ის ადამიანი ხარ, რომელიც ჩვენ გვჭირდება თუ არა. მე ვუთხარი ჩემი სახელი და გვარი, ორჯერ".
ფორუმი