ადვოკატი სთხოვს მოსამართლეს უფლება მისცეს ბრალდებულებს დატოვონ ბრალდებულებისთვის განკუთვნილი შუშის კაბინა და მოწმის ტრიბუნასთან დაკითხონ. ნინო გალუსტაშვილი მტკიცედ წინააღმდეგია.
მისგან განსხვავებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ უფლება მისცა რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს ანტონ ჩეჩინს [ისიც ნარკოდანაშაულისთვისაა დაკავებული] დაკითხვისას დაეტოვებინა ბრალდებულებისთვის განკუთვნილი სივრცე და ჩვენება მოწმის ტრიბუნასთან ბადრაგების მეთვალყურეობით მიეცა.
დაცვის მხარე იწყებს ბრალდებულების დაკითხვას, პირველი ანასტასია ზინოვკინაა.
ერთ-ერთი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე დარბაზში ზის, ადვოკატებისთვის განკუთვნილ მაგიდასთან მისი ადგილი აღარაა.
ანასტასია ზინოვკინას ჩვენება:
„მე საქართველოში ჩამოვედი 2024 წლის ოქტომბრის თვეში, ჩემს სამოქალაქო მეუღლესთან, არტემ გრიბულთან ერთად. ჩვენ ვცხოვრობდით სომხეთში და ვგეგმავდით ლათინურ ამერიკაში გამგზავრებას. ფისოებთან დაკავშირებული საბუთები სომხეთში დიდი ხნის განმავლობაში კეთდებოდა, ვეტერინარმა გვითხრა, რომ საქართველოში უფრო სწრაფად ხდება საბუთების გაფორმება და გვირჩია, ჩავსულიყავით საქართველოში. 2025 წლის 13 ივნისს მქონდა ნაყიდი ბილეთები - თბილისიდან ბრაზილიაში და გამოდის, რომ ამ მიზნით ჩამოვედი, უმიზნოდ..."
„თბილისში, ჩიქოვანის ერთ ნომერში, არტემ გრიბულთან ერთად ვცხოვრობდი".
ანასტასია იხსენებს 2024 წლის 17 დეკემბერს, დღეს, როცა ის და არტემი დააკავეს.
„დაკავებამდე ერთი კვირით ადრე მე და ანტონი მიტინგზე აღმოვჩნდით. ერთი კვირით ადრე დაპატიმრებამდე ვიყავით სახლში, მემგონი მარტო მე გავდიოდი სახლიდან მაღაზიაში და მორჩა.. იმის შემდეგ, რაც ჩვენ მიტინგზე ვიყავით, დაახლოებით 11 დეკემბერს, ჩემზე ხორციელდებოდა თვალთვალი, მაგრა მე არ ვარ დარწმუნებული.... სახლთან იდგნენ მანქანები და ბევრი ახალგაზრდა ადამიანი. მე მათი იდენტიფიკაცია, როგორც პოლიციელების არ მომიხდენია, მე ვფიქრობდი, რომ ეს მეზობელი ... იყვნენ".
„17 დეკემბრამდე ჩვენ მენაპტრონისთვის უნდა გადაგვეხადა ბინის ქირა, ამიტომ მე სახლიდან გამოვედი ახლომდებარე მეტროსადგურამდე, რომ მივსულიყავი ბანკში. როცა მე შევედი ბანკში, დავინახე, ის პირები, რომლებიც მეგონა, რომ ჩემი მეზობლები იყვნენ. ისინი ჩემს კვალდაკვალ მოდიოდნენ, მე ბანკში თანხა მოვხსენი და შევშინდი, რადგან მომყვებოდნენ ის კაცები, რომლებიც ჩემი სახლის ტერიტორიაზე მყავდა ნანახი. მე ვიფიქრე, რომ პატარა თანხა მედო ჩანთაში და არ ღირდა ამის გამო ჩემი გაძარცვა. დაახლოებით 3 000 დოლარი მქონდა. მე შეშინებული ვიყავი და ბანკთან მდებარე კაფეში შევედი, დავურეკე მეგობარ გოგონას, მას გავუგზავნე ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი იმ მამაკაცების, რომლებიც იქ იყვნენ. დავლიე ყავა, შევიძინე ორი წვნიანი, რომ თან წამეღო, გამოვიძახე ტაქსი სახლში წასასვლელად, მიუხედავად იმისა, რომ მცირე მანძილი მქონდა გასავლელი და მთელი გზის განმავლობაში სანამ მე სახლში მივედი ვესაუბრებოდი მეგობარს ტელეფონით".
„ამის შემდეგ მე არტემს შევთავაზე, რომ მაღაზიაში ერთად წავსულიყავით, მე მოვხსენით ბინის ქირის გადასახადი, სხვა თანხა და მოვბრუნდი სახლში... საღამოს დაახლოებით 5-ს აკლდა 25 წუთი, 4-დან 5 საათამდე ჩვენთან მოვიდა ბინის მეპატრონე და მე მას გადავუხადე 850 დოლარი, შემდეგი თვის ქირა. ჩვენ ერთმანეთში გავისაუბრეთ, ვისაუბრეთ მიტინგებზე, იმაზე, რომ ჩვენ მოგვწონს საქართველო, მაგრამ მე არ მსურდა დიქტატურის ქვეშ ცხოვრება. ვუთხარი, რომ ვაპირებდი გამგზავრებას იმიტომ, რომ მე მთელი ცხოვრება დიქტატურის ქვეშ ვცხოვრობდი და სხვანაირი ცხოვრება არ მენახა. მე მას ვუთხარი, რომ თუ იქნება საშუალება მინდა ბავშვი მყავდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ მინდა შვილი პოლიციური სისტემის სახელმწიფოში მყავდეს.... წვრილმანების გარეშე ვუთხარით, რომ მიტინგზე ვიყავით და ვუთხარი მას, რომ თუ ყავს შვილები, ვურჩევდი, სხვა ქვეყანაში ეცხოვრა...ამის შემდეგ ის გავიდა და სადღაც 10 წუთში, როცა ის გავიდა ჩვენც გავედით და კარი დავკეტეთ".
ფორუმი