ბრალდებულებმა ანასტასია ზინოვკინამ და არტემ გრიბულმა მისი ადვოკატის, გელა ქენქაძის აცილება მოითხოვეს. ადვოკატმა სხდომა დატოვა.
განხილვა გაგრძელდა.
„გთხოვთ აბრძანდეთ“, - ამბობს სხდომის მდივანი, შემოდის მოსამართლე და შემოყავთ ბრალდებულებიც. ჯერ ანასტაია, შემდეგ არტემი. სხდომა გაიხსნა.
ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს ერთად დააკავეს. საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ სახლში და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკი ალფა-პვპ უპოვეს. საქართველოს კანონმდებლობა ამ დანაშაულისთვის უვადო პატიმრობას, ან უკეთეს შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.
ანასტასია და არტიომი ბრალს არ აღიარებენ და ცდილობენ სასამართლოში დაამტკიცონ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი „ჩაუდო“. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ თბილისში ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სჯიან.
ანასტასია ზინოვკინა უკვე დაიკითხა, დღეს არტემ გრიბული უპასუხებს მხარეების კითხვებს.
ფორუმი