Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (19/08/2025)

გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს დაიკითხება ბრალდებული არტემ გრიბული. ზინოვკინა-გრიბულს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

16:50 19.8.2025

დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას სასამართლო მომდევნო სხდომაზე მოუსმენს.

სხდომა პირველ სექტემბერს ჩაინიშნა.

16:47 19.8.2025

პროკურორის თქმით, პირადი ჩხრეკის დროს ვიდეო ვერ გადაიღეს, რადგან ბრალდებულებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

16:42 19.8.2025

„მათი ბრალეულობა დასტურდება სხვა ნეიტრალური მტკიცებულებით, ეს გახლდათ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, საქმეზე მონაწილეობას იღებდნენ ნეიტრალური პირები - თარჯიმნების სახით... ბრალდებულების ვარაუდი, რომ დნმ-ი ხელოვნურად დაიტანეს, დაცვის მხარის ვარაუდს ემყარება... ასევე წარმოდგენილი არ არის, რატომ უნდა იძლეოდნენ თარჯიმნები არასწორ ჩვენებებს და რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ მათ", - ამბობს პროკურორი.

16:24 19.8.2025

ის კითხულობს პატაკის შინაარს, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების დაწყების საფუძველი გახდა და აღწერს განვითარებულ მოვლენებს, ყველაზე საინტერესოა, რას იტყვის, ის ე.წ. ნეიტრალურ მოწმეზე და როგორ დაასაბუთებს, რომ თარჯიმანი ნეიტრალური მოწმეა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG