„ისინი [კუხარჩუკი და სივაკოვი] გაოგნებულები არიან ამ მართლმსაჯულების სისტემის, რადგან ხედავენ, რომ გაურკვეველ ვითარებაში მოხვდნენ უდანაშაულო ადამიანები და მთელი სახელმწიფო მანქანა მათ წინააღმდეგ მუშაობს", - ამბობს ადვოკატი. მას მიაჩნია, რომ ბრალდებულები ქართული ოცნების მხრიდან მიზანმიმართული შეტევის სამიზნეები არიან, მათ შორისაა ირაკლი კობახიძე. მს უჩნდება ეჭვი, რომ „მოსამართლე გავლენის ქვეშაა მოქცეული და მიკერძოებულია".
„ბრალდებას არ აქვს ერთი პირდაპირი მტკიცებულება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მამხილებელი", - აცხადებს ბექა ხოხობაშვილი.
„მე ვამბობ, რომ ეს ადამიანები[პოლიციელები] დაზარალებულები არიან სახელმწიფოს მხრიდან", - ამბობს ხოხობაშვილი და აგრძელებს:
„ჯაჭვი შეიკრა, ის რაც უნდა დაედასტურებინა ბრალდებას, ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში დაადასტურა დაცვის მხარემ...გვყავდა მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ აქციის მონაწილეებში იყვნენ შეგზავნილები პოლიციელებიც და ტიტუშკებიც, ბრალდების მხარემ, ჩემდა გასაკვირად, ეს ჩვენებები გახადა უდაო, ანუ დაეთანხმა ოქმების შინაარს [ადვოკატი გულისხმობს მის მოწმეებს, რომელთა ჩვენებებიც პროკურატურამ უდავო გადახა და ისინი დაცვამ სხდომაზე ვეღარ დაკითხა]", - ამბობს ადვოკატი.
ის მიმართავს მოსამართლეს და ამბობს, რომ მისგან ამ საკითხზე პასუხს ელოდება.
ბექა ხოხობაშვილი მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე გადადის და რთავს საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებას.
ის ლეპტოპით მიდის მოსამართლესთან - რაღაც მინდა გაჩვენოთო[ჩვენ კომპიუტერის ეკრანს ვერ ვხედავთ]
ადვოკატის თქმით, დანაშაულს „რეალურად პოლიციელები სჩადიოდნენ და არა აქციის მონაწილეები".
ფორუმი