Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (20/08/2025)

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებისთვის ემზადებიან. პროკურორების შემდეგ, დასკვნითი სიტყვის თქმას აპირებენ: 1. გიორგი ტერიშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი 2. სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატი, ბექა ხოხობაშვილი.

15:19 20.8.2025

„ბრალდების მხარემ არ ჩაატარა ექსპერტიზა საგანთან დაკავშირებით, არ ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და არ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, შესაბამისად, ვინაიდან ვიდეო ჩანაწერიდან შეუძლებელია დადგენა საგანი იყო თუ არა მძიმე და შეეძლო თუ არა საფრთხის შექმნა, შენიშვნაში მითითებული „იარაღი“ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა", - ამბობს ჩომახაშვილი.

15:19 20.8.2025

ის თავისი სიტყვია ამ ნაწილში მიმოიხილავს ექსპერტების ჩვენებებს და ასკვნის: „ბრალში მითითებული მოგრძო მასიური ნივთები არ არის დადგენილი და შეუძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას".

15:17 20.8.2025

ირაკლი ჩომახაშვილი თავისი დასკვნითი სიტყვის მეორე ნაწილს უთმობს ბრალის შესახებ მითითებულ სიტყვებს, რომ „გიორგი ტერიშვილი აქტიურად მონაწილეობდა რა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ისროდა მოგრძო მასიურ ნივთებს სამართალდამცაველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებს და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას".

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი 225 მუხლის მეორე ნაწილის შენიშვნის ანალიზით უნდა შეფასდეს.

[შენიშვნაში წერია - “ამ მუხლის მიზნებისათვის იარაღში იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი ანდა ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად.” - რ.თ]

15:15 20.8.2025

ახლა ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რა უნდა გაეკეთებინა პროკურატურას იმისთვის, რომ ბრალი დაემტკიცებინა.

ადვოკატის შეფასებით, სახელმწიფო ბრალდებას უნდა წარმოედგინა, ფარული ჩანაწერები, სადაც გიორგი ტერიშვილი ესაუბრება, რომელიმე ხელმძღვანელს, ორგანიზატორს ან მონაწილეს, რა დროსაც ისინი მისცემდნენ კონკრეტულ მითითებას, ხოლო გიორგი ტერიშვილი განახორციელებდა მას.

ბრალდებას შეეძლო წარმოედგინა „გიორგი ტერიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი ან საინფორმაციო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არსებობის შემთხვევაში დადასტურდებოდა გიორგი ტერიშვილის მიერ კონკრეტულ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა".

ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა „მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ რომ გიორგი ტერიშვილი ჩართული იყო ორგანიზებულ ქმედებებში. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, გულწრფელად რომ ვთქვათ, ვერც წარმოადგენდა, ვინაიდან ბუნებაში აღნიშნული შინაარსის მტკიცებულებები არ არსებობს".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG