ამ საქმეში მთავარია პროკურატურამ დაასაბუთოს ორგანიზებულობა და ჯგუფურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალი ვერ დადასტურდება.
იმისთვის, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურდეს საჭიროა არსებობდეს სტრუქტურული ფორმის ჯგუფი, რომელთა წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად და დროის განსაზღვრულ პერიოდში შეთანხმებულად მოქმედებენ.
მათი მიზანი შესაძლოა იყოს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღება.
„უნდა არსებობდეს სუბიექტური მხარე და განზრახვა იმისა, რომ ვიღაცას სურდეს საფრთხე შეუქმნან ან დააზიანოს ვინმე, რაც არ არსებობს. თვითონ ძალადობრივი მოქმედება ინდივიდუალურად და არც ერთი სინდისის პატიმრის მოქმედება არ შეიცავს ინდივიდუალურად ძალადობრივ მოქმედებას.
შემდეგი ჯგუფურობაა, როცა მინიმუმ ერთად უნდა მოქმედებდნენ პიროვნებები, ან წინასწარ უნდა იყვნენ შეთანხმებულები, ან სპონტანურად ისე უნდა იყვნენ შეთანხმებულები, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და მიუთითებდნენ რაიმე სახით ერთმანეთზე და ა.შ.
ბოლოს უნდა არსებობდეს ორგანიზატორი, რომელსაც ექნება მჭიდრო კავშირი თითოეულ ბრალდებულთან და ასევე მითითება, რომ შენ ეს უნდა გააკეთო, შენ ის და ამის დასტური უნდა არსებობდეს“, - განმარტავს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
აგრძელებს პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი. მან მოწმის ჩვენებების შემდეგ, სხვა მტკიცებულებები უნდა გააანალიზოს, ეს არის ვიდეოები, მისი დათვალიერების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები.
ვახტანგ ცალუღელაშვილი ყურადღებას ანახვილებს შსს-ს ოპერატორების ჩვენებებზე, რომლებიც დაცვის ხმარემ უდაოდ ცნო და ეს მოწმეები სასამართლოში აღარ დაკითხულან.
პროკურორის თქმით, მათი ჩვენებების უდაოდ ცნობამ ორი გარემოება დაადასტურა
პირველი, რომ „დანაშაული ჩადენილია კონკრეტულ დროს ,კონკრეტულ ადგილზე და ეს აღნიშნულია ოქმებში"
მეორე, რომ დადასტურდა გამოკითხვისა და დათვალიერების ოქმის შემდგენი გამომძიებლების ჩვენებების უტყუარობაც, რომ მათ „თავად ნახეს, ვიდეოების დათვაიერებისას, რა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინეს ბრალდებულებმა და რა ისროლეს პოლიციელების მიმართულებით".
ვახტანგ ცალუღელაშვილი დეტალურად აღწერს საქმეში ვიდეომტკიცებულებებს და ასახელებს ბრალდებულების სახელსა და გვარებს იმის მიხედვით, ვის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებაზე საუბრობს.
ფორუმი