Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (20/08/2025)

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებისთვის ემზადებიან. პროკურორების შემდეგ, დასკვნითი სიტყვის თქმას აპირებენ: 1. გიორგი ტერიშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი 2. სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატი, ბექა ხოხობაშვილი.

14:50 20.8.2025

ისევ ამონარიდი სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილებებიდან:

„ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანლეობა და მასში მონაწილეობა შეუძლებელია განხორციელდეს წინასწარი შეთანხმებისა და ჯგუფის მიერ ორგანიზებული საკითხების გადაწყვეტის, ორგანიზატორის ან ხელმძღვანელი პირის და მითითებების შემსრულებელ პირთა არსებობის გარეშე.

თუ არ დადასტურდება მონაწილე პირთა მიმართ, ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითების შესრულების ფაქტი სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება".

14:51 20.8.2025

„თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანტურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას", - ისევ ამონარიდი სასამართლოების გადაწყვეტილებებიდან, რომელიც წერია იმ ფურცლებში, რომელიც ჩომახაშვილმა გადასცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს. ის ამ ფურცლებს კითხულობს.

14:53 20.8.2025

ადვოკატი: „სასამართლოს წინაშე დაიკითხა გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი, რომელმაც აწარმოა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და იღებდა გადაწყვეტილებას საგამოძიებო და საპროცესო მოქმედბების განხორციელების თაობაზე. აუცილებელია არსენ ხუნაშვილის ჩვენების ანალიზი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად"

14:54 20.8.2025

ადვოკატი:

„გიორგი ტერიშვილის ბრალის შესახებ დადგენილებაში ვკითხულობთ:

„ამ ძალადობრივი ქმედებების ასრულების მიზნით, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის განხორციელების, გაგრძელებისა და გაძლიერების მიზნით აორგანიზებდწენ და ხელმძღვაწელობდნენ, ყველა შესაძლო ძალადობრივ მოქმედებებს.

კერძოდ, ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის სამოქმედო გეგმას, განსაზღვრავდწეწ ძალადობრივი ქმედებების ჩადეწის სავარაუდო ადგილებს, დროსა და ხერხებს, ჯგუფის წევრებს უწაწილებდნენ კონკრეტულ როლებს, მოუწოდებდწენ ძალადობრივი მოქმედებების გაგრძელების აუცილებლობისკეწ, აორგანიზებდწენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირთა თავმოყრას კონკრეტულ ლოკაციებზე და უზრუნველყოფდნენ მათი მოქმედების მართვას.

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გიორგი ტერიშვილი აქტიურად მონაწილეობდა რა ამ ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ისროდა მოგრძო მასიურ ნივთებს სამართალდამცაველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებს და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.“

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG