ამის შემდეგ სხვა გამომძიებელმა დაათვალიერა იგივე რიცხვში, 2024 წლის 30 ნოემბერს შემთხვევის ადგილი, თუმცა ისევ ვერაფერი იპოვეს.
ადვოკატის თქმით, მესამედ, გამომძიებელმა სოფიკო ლოლაძემ მიმართა შსს-ს ექსპერტიზის დეპარტამენტს და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა, რომელიც საქმეში დევს. ადვოკატის თქმით, ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა იქამდე, სანამ არჩილ მუსელიანცს ბრალს წაუყენებდნენ.
დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, ამ ფაქტებს ალაგებს ქრონოლოგიურად იმისთვის, რომ დაანახოს სასამართლოს „თეთრი ძაფით ნაკერი საქმე“. მისივე განცხადებით, ამ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ პატაკი დაწერა გამომძიებელმა ვანო გავაშელიშვილმა. ის წერს პატაკში და შემდეგ ადასტურებს სასამართლოში, რომ სქროლავდა პოსტვ-ს არხს, სადაც შეხვდა კაბელების დაწვის ვიდეო, დააკვირდა და ნახა, რომ ვიდეოში ასახული პირი იყო ის, ვისაც მან ფოტო გადაუღო.
„ის გადაჭრით ამბობს, რომ ვიდეოში ასახული პირი არჩილ მუსელიანცია". გავაშელიშვილი გამოკითხა სოფიკო ლოლაძემ. პატაკის ავტორის გამოკითხვის ოქმიც საქმის მასალებშია. ვარდიაშვილის თქმით, გამომძიებელი არ ამბობს, რომ მუსელიანცის შესახებ ინფორმაცია სანდო კონტაქტისგან მიიღო.
ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი იწყებს დასკვნით სიტყვას, ამბობს, რომ არ დაუწერია „რიგი მიზეზების გამო“, რასაც სიტყვის დასასრულს ახსნის კიდეც.
ის საუბარს ბრალის შესახებ საუბრით იწყებს.
ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილს შუამდგომლობა აქვს... უპირველესად, ის მოსამართლეს აჩვენებს არჩილ მუსელიანცის გამოცდის შედეგებს და ამბობს, რომ მან ჩააბარა.
შუამდგომლობა ეხება არჩილ მუსელიანცის სამედიცინო დოკუმენტაციას, რომელიც შედგა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ადვოკატი ამბობს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციას მას არ აძლევენ, არადა აინტერესებს იყო თუ არა შესახლების დროს ჯანმრთელი არჩილი, შეეძლო თუ არა საკუთარი თავის ჯეროვნად დაცვა. მან დაცვის მხარის მცდელობის ამსახველი დოკუმენტები მოსამართლეს გადასცა.
სხდომა გრძელდება
ფორუმი