„სასამართლოს ზღურბლის მიმართ განუკითხაობა ხდება, იცით რამდენ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან ისინი?", - ეკითხება ადვოკატი მოსამართლე არევაძეს.
ადვოკატის თქმით, ექსპერტმა სასამართლოს არაკეთილსინდისიერი ჩვენება მისცა და პირის ამოცნობის მაიდენტიფიცირებელ საშუალებებად სახის ისეთი დეტალები დაასახელა, რომელიც მისი შეფასებით კრიტიკას ვერ უძლებს.
„ფოტო და ვიდეომასალა იყო დამონტაჟებული, ექსპერტმა ნახა ეს, მაგრამ არ ასახა დასკვნაში", - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, მთელ სისხლის სამართლის საქმეზე 2024 წლის 29 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ და „ვანო გავაშელიშვილი გამოჩნდა ფოტოთი ხელში“.
„ მან თქვა, რომ ეს ადამიანი რომ დაინახა აჟიტირებული იყო და ამიტომ გადაუღეს.
ეს ადამიანი შეგნებულად იტყუებოდა, ბრალდების პოზიცია უნდა დაესაბუთებინა", - ამბობს ადვოკატი. ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნასაც, რომელიც შსს-ს ექსპერტმა ჩაატარა.
ადვოკატი ამბობს, რომ არჩილ მუსელიანცს არ მიუღია თავისი სურვილით მონაწილოება გამოკითხვაში, არც ის იცის ხელი რაზე მოაწერინეს და არც მტკიცებულებების დათვალიერებაში მიუღია მონაწილეობა.
„გამოკითხვის ოქმის შედგებიდან 15 წუთში პოლიციელი ლევან ჩხიკვაძე იწყებს ნივთების დათვალიერებას.. არჩილ მუსელიანცს წარმოდგენა არ ჰქონდა ამაზე, გადაყავდათ ოთახიდან ოთახში,,. იქ რომ ადვოკატი ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა.. მან არ იცოდა, რას აწერდა ხელს".
ამის შემდეგ ადვოკატი ბინის ჩხრეკაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მუსელიანცის სახლიდან „არაფერია ამოღებული".
ფორუმი