Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ მუსელიანცის საქმე - ლაივბლოგი (22/08/2025)

29 წლის არჩილ მუსელიანცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალად ედება პარლამენტთან ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება და მისთვის ცეცხლის წაკიდება, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო. დღეს მუსელიანცის ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვის.

13:14 22.8.2025

მუსელიანცის თქმით, სიცრუეა საქმის მასალებიდან ჩანაწერი, რომ მან მიიღო პოლიციელ ლევან ჩხიკვაძესთან ერთად მონაწილეობდა ვიდეოს დათვალიერებაში, ის ამბობს, რომ ჰკითხა მოწმეს შეეძლო თუ არა მას ვიდეო დაენახა განყოფილებაში და ჩხიკვაძემ უპასუხა, რომ არა.

ამის შემდეგ გამომძიებელ სოფო ლოლაძეზე იწყებს საუბარს: „როცა მე ვიყავი ლევან ჩხიკვაძის ოთახში, შემოდიოდა ერთი ადამიანი ეჩურჩულებოდა ყურში ჩხიკვაძეს, შედიოდა შემდეგ სოფოსთან.. ის გადიოდა და გამოდიოდა ასე, ცისფერი თვალები ჰქონდა... აშკარად სოფო ლოლაძეს ვიღაც კარნახობდა, ის ბექა გლურჩაძეა".

არჩილ მუსელიანცი ფიქრობს, რომ ვიდეომტკიცებულება მის წინააღდეგ დამონტაჟებულია „მიჭრილი და მოჭრილი". ის ამბობს, რომ ექსპერტმა ნინო გორაშვილმა სრულყოფილი ექსპერტიზა ვერ ჩაატარა.

„ექსპერტმა დადო ზოგადი დასკვნა, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, ვერ შეასრულა თუ არა ეს საკითხავია, როგორც არ უნდა იყოს, მისი პროფესიონალიზმი და სანდოობა, ეჭვქვეშაა...

ვადასტურებ, რომ ოქმებზე ჩემი ხელმოწერებია, მიიიღეს და თავი დამანებეს... ვიცოდი, რომ ამ ხელმოწერებს ძალა არ ექნებოდა სასამართლოში და თავი რომ დაენებებინათ , მოვაწერე".

მისი თქმით, სადაც ფეხი შეუდგამს, ყველგან ჩხრეკა ჩაატარეს. მუსელიანცის თქმით, რუსთაველზე იყო სანამ დააკავეს.

„საქმეში დევს ტანსაცმელი, რომელიც ეცვა, მაგრამ არ ჩადეს ზედა, რომელიც იყოს სისხლიანი, რა ტანჯვა-წამებაც გავიარე ამაზე აღარ ვისაუბრებ, გამოკითხვის ოქმებშია დეტალები, რითი მაშანტაჟებდნენ და მემუქრებოდნენ, მაწამებდნენ... მე დავასრულე, ბატონო მოსამართლე".

13:07 22.8.2025

რეპლიკა აქვს ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს:

„ყოველი მოსვლის დროს ბრალდების მხარე მატყუებს და მატყუებს, ამტკიცებს ხელის მოწერები იყო ნებაყოფლობითიო, თუმცა რაც მე მაქვს გავლილი, ღმერთმა დაგიფართ თქვენ ქალბატონო პროკურორო გაიაროთ, ხელს მოაწერთ კი არა კენედის მკვლელობას დაიბრალებთ".

13:01 22.8.2025

ახლა პროკურორს ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი პასუხობს. ესეც რეპლიკების ეტაპია. ის აზუსტებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ჩვენი საწინააღმდეგო არაფერი ამოსულაო.

დაცვის მხარის თქმით, ბრალდებას აქვს მტკიცების ტვირთი და მათ უნდა მოეტანათ უტყუარი მტკიცებულებები.

12:58 22.8.2025

პროკურორი პასუხობს ბრალდებას, რომ მუსელიანცს ხელი მოტყუებით მოაწერინეს საგამოძიებო მოქმედებებზე. ხუბეჯაშვილის თქმით, მუსელიანცს პირველად არ ჰქონია შეხება პოლიციელებთან, ვერავინ მოატყუებდა, მან საკუთარი სურვილით მიიღო ვიდეოს დათვალიერებაში მონაწილოება, თუ არ ენდობოდა პროცესს, შეეძლო ალტერნატიული მცდელობები ჰქონოდა, თანაც საქმეში არ არის წარმოდგენილი დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ მათთვის საჭირო ინფორმაციების მიწოდებებზე უარი უთხრესო. პროკურორი ასრულებს რეპლიკას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG