საბოლოო სიტყვა და განაჩენი 3 სექტემბერს, 10:30-ზე გამოცხადდება.
"ყოჩაღად”, “საბა, გვიყვარხარ" - ემშვიდობებიან საბა სხვიტარიძეს დარბაზში შეკრებილები.
პროკურორი როინ ხინთიბიძე ამბობს, რომ გამოძიება სრულყოფილადაა ჩატარებული, ბრალდების მიერ წარმოდგენილი ვიდეო-მტკიცებულება ავთენტურია, არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ის დამონტაჟებულია და არ საჭიროებდა ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას. ამბობს, რომ მოწმეემა ამოიცნეს ბრალდებული, დაადასტუეს, რომ მან იძალადა მირიან ქავთარაძეზე. ის დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ჯვებე ნაჟყებია გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, საპატიმრო სასჯელს გამოიყენებს.
"ისარგებლებთ დასკვნითი სიტყვით დღეს?" - ჰკითხა მოსამართლემ საბა სხვიტარიძეს.
"დღეს არა", - უპასუხა მან.
"სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ ეს საქმე ყველა შემთხვევაში წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სახელმწიფო მტკიცების ტვირთს ვერ აწევს და როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები წაიკითხავენ ამ საქმეს, ის მაინც წაიკითხონ, რომ ადამიანი პატიმრობაში არ გაუშვეს... ბატონო მოსამართლე, გადაწყვეტილებაში, რომელსაც თქვენ მიიღებთ, შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა ნეიტრალური მტკიცებულებები და ნეიტრალური მოწმეები... გთხოვთ, რომ შეაფასოთ მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებების წინააღმდეგობები, ისინი ერთმანეთს ავსებენ თუ საწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ამ საქმეზე არ ჩატარდა ობიექტური გამოძიება და მიიღოთ გამამართლებელი განაჩენი... " - ადვოკატმა დაასრულა დასკვნითი სიტყვა.
ფორუმი