Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბა სხვიტარიძის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (26/08/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება აქტივისტ საბა სხვიტარიძის საქმის განხილვა. პროევროპული აქციების მსვლელობისას დაკავებულ აქტივისტს, პროკურატურა 24 ივლისამდე ედავებოდა „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას“

15:02 26.8.2025

"პოლიციელი მოწმეების ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და ისინი ცდილობენ მირიან ქავთარაძის მიმართ გამოიჩნონ ლოიალობა", - ამბობს ადვოკატი.

15:02 26.8.2025

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელები თავიანთ ჩვენებებში გამორიცხავენ მირიან ქავთარაძის მხრიდან გინებისა თუ ძალადობის ფაქტს. მისი თქმით, მათი ეს ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის თავად მირიან ქავთარაძის გამოკითხვის შინაარსთან: "მირიან ქავთარაძეს ვკითხე, თქვენ აგინებდით მოქალაქეებს? ის მპასუხობს, დიახ, ვაგინებდი მოქალაქეებს, მათი დაკავება მინდოდაო. შემდეგ მე ვკითხე, ყველას აგინებდით? არა, ყველას არა"...

15:03 26.8.2025

"სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ ეს საქმე ყველა შემთხვევაში წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სახელმწიფო მტკიცების ტვირთს ვერ აწევს და როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები წაიკითხავენ ამ საქმეს, ის მაინც წაიკითხონ, რომ ადამიანი პატიმრობაში არ გაუშვეს... ბატონო მოსამართლე, გადაწყვეტილებაში, რომელსაც თქვენ მიიღებთ, შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა ნეიტრალური მტკიცებულებები და ნეიტრალური მოწმეები... გთხოვთ, რომ შეაფასოთ მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებების წინააღმდეგობები, ისინი ერთმანეთს ავსებენ თუ საწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ამ საქმეზე არ ჩატარდა ობიექტური გამოძიება და მიიღოთ გამამართლებელი განაჩენი... " - ადვოკატმა დაასრულა დასკვნითი სიტყვა.

15:03 26.8.2025

"ისარგებლებთ დასკვნითი სიტყვით დღეს?" - ჰკითხა მოსამართლემ საბა სხვიტარიძეს.

"დღეს არა", - უპასუხა მან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG