Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა კაციას საქმის დასკვნითი სხდომა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია პროევროპული აქციების მსვლელობისას, 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით, დიდი ოდენობით ნარკოტიკურლი საშუალებების შეძენა-შენახვა მოხმარება.

17:39 26.8.2025

16:59 - "ვიდეო რომ გადაეღოთ, თავის თავს ამხელდნენ, თავისი ჩადებით, თავის გინებით"...

17:39 26.8.2025

16:55 "ეს არის ცილისწამება, კანფეტის ქონაც რომ დაებრალებინათ, ეს არის ცილისწამება, დამაბრალეს იმის ქონა, რაც არ მქონია", - ნიკა კაცია.

17:37 26.8.2025

16:47 “მე ვარ დარწმუნებული ერთადერთ სიმართლეში, საიდან გაჩნდა ნარკოტიკი, რომელიც ფიზიკურად, თვალით არ მინახავს, მარტო იმიტომ, რომ ტატუები აქვს, მუსიკა უყვარს, მოდი ახლა ნარკოტიკი… ეს შემირჩიეს…”, - ნიკა კაციას რეპლიკა.

17:37 26.8.2025

16:40 ადვოკატი: "გონივრული შეფასებისა და შეჯერებით, ნიკოლოზ კაციას არ ჩაუდენია ის ქმედება, რასაც ბრალდების მხარე ედავება. გთხოვთ ნიკოლოზ კაცია უდანაშაულოდ სცნოთ", - ნინო ლომთაძეს დასკვნითი სიტყვა დაასრულა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG